ფეხბურთის ვარსკვლავები უჩვეულო ნომრებით
ფეხბურთში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მოთამაშეები მოედანზე უჩვეულო ნომრებით გამოსულან. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რატომ გადაწყვიტეს ფეხბურთის ვარსკვლავებმა თავიანთ კლუბებში მათთვის უცნაური ნომრებით თამაში.
ივან სამორანო
როცა სამორანო “ინტერში” მივიდა, მას 9-ნომრიანი მაისურით თამაში სურდა, თუმცა ის უკვე რონალდოს ეკუთვნოდა. ამის გამო, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: 1+8.
მარიო ბალოტელი
როცა ბალოტელი “ინტერის” პირველ გუნდში გადაიყვანეს, მაშინ 9 ნომერი დაკავებული იყო. ბალოტელი სამორანოს სტილში მოიქცა (4+5=9) და თამაში 45-ნომრიანი მაისურით დაიწყო. ამის შემდეგ, ის ამ ნომრით სხვა კლუბებშიც ასპარეზობდა.
რონალდინიო, შევჩენკო, ფლამინი
როდესაც ეს ფეხბურთელები “მილანს” შეურთდნენ, მაშინ მათი საყვარელი ნომრები დაკავებული იყო. სამივე ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ნომრები თავიანთი დაბადების თარიღის მიხედვით აეღოთ.
ბიქსან ლისარაზუ
ფრანგი ფეხბურთელი 2005 წელს მიუნხენის “ბაიერნში” დაბრუნდა. მან კი თავისი დაბადების თარიღისა (1969 წელი) და სიმაღლის (169 სმ) გამო, 69-ნომრიანი მაისურით დაიწყო თამაში.