როგორ მოიქცეოდნენ მწვრთნელები, მათ რომ სხვა ნაკრებიდან ერთი ფეხბურთელის დამატება შეეძლოთ?
რამდენიმე წუთით წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების მთავარ მწვრთნელებს შეუძლიათ, რომ ნებისმიერი სხვა ნაკრებიდან ერთი ფეხბურთელი დაიმატონ. საინტერესოა, როგორი სიტუაცია იქნებოდა ასეთ შემთხვევაში.
საფრანგეთი
საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზი ჰყავს. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე რაფაელ ვარანი, ჟერემი მატიე და მამადუ სახო ვერ ეხმარებიან, მაშინ მათ იტალიის ნაკრებიდან ლეონარდო ბონუჩი გააძლიერებდათ.
ინგლისი
ინგლისის ნაკრებს ახლა ყველაზე მეტად მარცხენა ცენტრალური მცველის პრობლემა აქვს, თუმცა გუნდს მარჯვენა გარემარბიც სჭირდება, რომელიც შეტევას გააძლიერებს. ერთი სიტყვით, გარეტ ბეილი იდეალური ვარიანტი იქნებოდა.
გერმანია
გერმანიის ნაკრებში მიუნხენის “ბაიერნიდან” ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული. რობერტ ლევანდოვსკი კი “ბუნდესნაკრებს” ნამდვილად კარგად შეეწყობოდა და წარმატებაშიც დიდ როლს ითამაშებდა.
ესპანეთი
ანდრეს ინიესტა, დავიდ სილვა და სესკ ფაბრეგასი კრიშტიანო რონალდუს კარგი პასებით მოამარაგებდნენ, პორტუგალიელი კი ბევრ გოლს გაიტანდა.
იტალია
იტალიის ნაკრებს ტრავმების გამო მარკო ვერატი და კლაუდიო მარკიზიო ვერ ეხმარებიან. ასევე, კონტემ ამერიკაში მოთამაშე ანდრეა პირლოც არ გამოიძახა. შესაბამისად, პოლ პოგბა “სკუადრა აძურას” ნახევარდაცვისათვის ძალიან დიდი ძალა იქნებოდა.
პორტუგალია
როცა იოზილმა “რეალი” დატოვა, კრიშტიანო რონალდუ ძალიან გაბრაზდა. კრიშტიანოს ნამდვილად ჭირდება ისეთი თანაგუნდელი, რომელიც მას მუდმივად კარგი პასებით მოამარაგებს.
უკრაინა
უკრაინის ნაკრებს ფლანგზე მოთამაშე კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ გუნდს ისეთი ნახევარმცველი ესაჭიროება, რომელიც დაცვის ხაზის წინ იქნება და ბურთს გაანაწილებს. ამრიგად, ბუსკეტსი კარგი ვარიანტი იქნებოდა.