კრიშტიანუ რონალდუმ ბედზე, ბავშვობასა და პორტუგალიაზე ისაუბრა
კრიშტიანუ რონალდუმ UEFA.com-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ყოველთვის გრძნობდა, რომ მომავალში ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო – და საკუთარი პროგნოზიც გაგვანდო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება ევროპის მომავალი ჩემპიონი.
ბავშვობაზე …
“ჩემი ბიძაშვილები ფეხბურთს ხშირად თამაშობდნენ, მე კი ყოველთვის ვუყურებდი მათ. ვთამაშობდი სამეზობლოში, სკოლაშიც. მადეირაში ვცხოვრობდი, სანამ დაახლოებით 11 წლის ვიყავი, შემდეგ კი დიდ ქალაქში გადავედი. საერთო ჯამში კარგი ბავშვობა მქონდა – ბავშვობა ნორმალური ბავშვისა, რომელიც ლისაბონში 11 წლის ასაკში გადავიდა და ცდილობდა, რომ ფეხბურთში რამესთვის მიეღწია.
ჩემმა მშობლებმა მადეირას დატოვების უფლება საკმაოდ ადრეულ ასაკში მომცეს; ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, შეიძლება, რომ ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც მათ მიიღეს და პრინციპში მეც.
თუმცა ეფექტი პოზიტიური იყო, რამეთუ მაშინვე შევუერთდი ახალგაზრდულ გუნდებს, რომლებშიც ჩემზე უფროსები თამაშობდნენ. “სპორტინგის” მეორე გუნდთან ერთად დავიწყე ვარჯიში, როცა 15-ის ვიყავი. 16 წლის ასაკში კი უკვე პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი. ყველაფერი სწრაფად მოხდა. რა თქმა უდნა ჩემი თავი უკვე უმიზნებდა პროფესიონალურ კარიერას.
ბედ-იღბალზე …
როდესაც პატარაობაში თამაშებს ვუყურებდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც იქ ვიქნებოდი. რთულია ამის ახსნა, მაგრამ ეს მე მოტივაციას მაძლევდა. მაძლევდა უფლებას მეთამაშა ქუჩაში და მეთქვა : “ერთ დღეს მე მოთამაშე გავხდები. 100 პროცენტით გავხდები.”
ლუიშ ფიგუ, რუი კოშტა და ფერნანდო კოუტო ჩემი ბავშვობის გმირები იყვნენ, მე კი ვიზრდებოდი. ნათელია, რომ მე მათზე ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ ვიცოდი სადაც მივდიოდი : “მივდიოდი მათ გვერდით სათამაშოდ.
ხშირად ვუყურებდი ცნობილი გუნდების თამაშებსაც – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალ მადრიდი”, “ვალენსია” თუ “მილანი”. ვიცოდი, რომ პროფესიონალი გავხდებოდი.”
სანაკრებო დებიუტზე …
ის კვირა ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რადგანაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი დებიუტი შედგა – ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში – შემდეგ კი იყო სანაკრებო დებიუტიც. “იუნაიტედის” მაისურით პირველი მატჩი “ბოლტონთან” ვითამაშე [2003 წლის 16 აგვისტო] და იმავე კვირას შედგა სანაკრებო დებიუტიც [ ყაზახეთთან, 2003 წლის 20 აგვისტოს]. ყველაფერი სწრაფად მოხდა. ეს ჩემი ცხოვრების მაგიური მომენტი იყო.
საბერძნეთთან წაგებულ ფინალზე …
ძალიან რთული მომენტი იყო, რადგანაც წავაგეთ მატჩი, თანაც პორტუგალიაში. დავმარცხდით ბერძნებთან – არადა ვიცოდით, რომ ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი გვქონდა.
მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია, ფეხბურთმა ბევრი რამ მასწავლა: არაფერი არ არის გარანტირებული. ის, რაც დღეს სიმართლეა, შესაძლოა ხვალ ფარსი აღმოჩნდეს. შესაძლოა გუნდი დღეს ბრწყინვალედ თამაშობდეს, მომდევნო დღეს კი საშინლად.
ასე რომ, ესეც ფეხბურთის ნაწილია. ეს მოხდა, მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს ასე უნდოდა. მომავალზე უნდა ვიფიქროთ: იმაზე, რომ მომავალი იქნება წარმატებებით აღსავსე.
ევროპის ჩემპიონატთან არსებულ ურთიერთობებზე …
საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის განსხვავებული, გამორჩეული ტურნირებია. საფინალო ეტაპები კი ყოველთვის ლამაზია, დაუვიწყარი მომენტებით აღსავსე.
ეს კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი იქნება ჩემს CV-ში. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირზე მიწევს მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვართ. საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად გამოვიყურებოდით.