ევრო 2016, დღის მიმოხილვა – 11 ივნისი (ვიდეო)
11 ივნისს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფის ერთი, ხოლო B ჯგუფის ორი მატჩი გაიმართა.
პირველი შეხვედრა, რომელიც 17:00 საათზე დაიწყო, ქალაქ ლანსში გაიმართა. შვეიცარიის ნაკრებმა ალბანეთი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე შვეიცარიელთა ცენტრალურმა მცველმა, ფაბიან ლუკას შერმა თავური დარტყმით გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ, გოლი აღარ გასულა. სამაგიეროდ პირველივე ტაიმში ორი ყვითელი ბარათი მიიღო ალბანელთა კაპიტანმა, ცანამ, რომელმაც მოედანი 37-ე წუთზე დატოვა.
ალბანეთი – შვეიცარია 0:1
გოლები: – შერი 5′ (0:1)
გაფრთხილებები: ცანა 13′, 37′; კაჩე 63′; კუკელი 89′; მავრაი 92′ – შერი 23′; ბეგჰრამი 67′
გაძევება: ცანა 37′
ალბანეთი: ბერიშა, ცანა, ანოლი, მავრაი, ლენიანი, ჰისაი, კუკელი, აბრაში, როში (ციკალეში 74′), ჩაკა (კაჩე 62′), სადიკუ (გაში 82′).
შვეიცარია: სომერი, ჯურუ, ლიხტშტაინერი, როდრიგესი, შერი, ბეჰრამი, ჯემაილი (ფრეი 76′), შაქირი (ფერნანდესი 88′), ჩაკა, მეჰმედი (ემბოლო 62′), სეფეროვიჩი.
დღის მეორე მატჩი ქალაქ ბორდოში ჩატარდა. უელსის ნაკრებმა სლოვაკეთი დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა. სლოვაკებმა 61-ე წუთზე წონასწორობა შეცვლაზე შემოსული დუდას გოლით აღადგინეს. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე უელსელთა თავდამსხმელმა, რობსონ-კანუმ დააფიქსირა – 2:1.
უელსი – სლოვაკეთი 2:1
გოლები: ბეილი 10′, რობსონ კანუ 81′ – დუდა 61′
გაფრთხილებები: ჰროშოვსკი 31′, მაკი 78′, ვაისი 80′, კუცკა 83′, შკრტელი 93′.
უელსი: უარდი, გუნტერი, ტეილორი, უილიამსი, ჩესტერი, დევისი, ბეილი, ედუარდსი (ლედლი 69′), ალენი, რემსი, ჯ. უილიამსი (რობსონ-კანუ 71′).
სლოვაკეთი: კოზაჩიკი, შკრტელი, პეკარიკი, დურიცა, შვენტო, ჰამშიკი, კუცკა, ჰროშოვსკი (დუდა 60′), დურიში (ნემეცი 60′), ვაისი, მაკი.
დღის ბოლო შეხვედრაში, რომელიც მარსელში გაიმართა, ერთმანეთს B ჯგუფის წარმომადგენლები – ინგლისი და რუსეთი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში 73-ე წუთზე, ინგლისელთა ნახევარმცველმა, ერიკ დაიერმა გახსნა, რომელმაც აკინფიევის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა. რუსებმა ანგარიშის გათანაბრება 91-ე წუთზე მოახერხეს – გლუშაკოვმა ინგლისელთა კარში მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.
ინგლისი – რუსეთი 1:1
გოლი: დაიერი 73′ – გლუშაკოვი 90+1′
გაფრთხილებები: კეჰილი 62′ – შჩენიკოვი 72′
ინგლისი: ჰარტი, უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი, ალი, დაიერი, ლალანა, რუნი (ულშირი 78′), სტერლინგი (მილნერი 87′), კეინი.
რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, ვასილი ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, ნოიშტედტერი (გლუშაკოვი 80′), გოლოვინი (შიროკოვი 77′), შატოვი, კოკორინი, ძიუბა, სმოლოვი (მამევი 85′).
A და B ჯგუფში ჩატარებული მატჩების შემდეგ, ცხრილში ასეთი სიტუაციაა:
A ჯგუფი
B ჯგუფი