ევროპის ჩემპიონატის 5 რეკორდი, რომელთა დამხობაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია

თარიღი: ივნისი 12, 2016

როგორც იცით, დაარსებიდან დღემდე ევროპის ჩემპიონატმა საკმაოდ დიდი გზა გამოიარა. გთავაზობთ იმ რეკორდების ჩამონავალს, რომელთა დამხობაც პრაქტიკულად შეუძლებელია …


#1 ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი ფინალურ ეტაპზე – ესპანეთი – 1

1

2012 წელს, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ მოახერხა ისტორიის წიგნში შესვლა – “ფურია როხა” გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მოგება (2008 და 2012). ინიესტამ, კასილასმა და მისმა თანაგუნდელებმა 2010 წლის მუნდიალის შემდეგ მთელი სული და გული ჩადეს ევრო 2012-ში, რომელსაც პოლონეთი და უკრაინა მასპინძლობდა.

ჯგუფში ესპანელები იტალიელებთან, ირლანდიელებთან და ხორვატებთან ერთად მოხვდნენ. იტალიის ნაკრები ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც ესპანეთის დაცვის გარღვევა მოახერხა, რასაც ლეგენდარულ ანტონიო დი ნატალეს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც გახსნით მატჩში შესანიშნავი გოლის გატანა შეძლო. ირლანდიელებისა და ხორვატების დაბრიყვების შემდეგ, ესპანეთმა საფრანგეთი და პორტუგალია დაამარცხა პლეი-ოფში, რის შემდეგაც “აძურიზე” შური იძია.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელთა ნახევარდაცვა საათივით იყო წყობილი და შეტევა მომაკვდინებელი იყო, ამ ჩემპიონატზე გადამწყვეტი როლი მაინც დაცვის კარგმა პერფრომანსმა ითამაშა. მათ მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რაც ყველაზე მცირე რაოდენობაა გაშვებული გოლებისა ევროპის ჩემპიონატებზე. ძნელად დასაჯერებელია, რომ ვინმემ ამ რეკორდის გაუმჯობესება შეძლოს.


#2 ყველაზე მეტი წუთი ტურნირის ფინალურ ეტაპზე – ედვინ ვან დერ სარი – 1535 წუთი

13335287_194366614292122_478361345_n

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანი მეკარეები, შეი გივენი და ჯანლუიჯი ბუფონი ჯერ კიდევ მონაწილეობენ ამ ტურნირზე, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, ედუინ ვან დერ სარის რეკორდის დამხობა მაინც ნაკლებად სავარაუდოა. მხოლოდ ფრანგ ლილიან თურამს აქვს ნათამაშები იმდენი მატჩი, რამდენიც ჰოლანდიელს (16), მაგრამ წუთობრივი მაჩვენებლით ის მაინც ჩამორჩება ედვინს.

გავაკეთოთ შედარება: თუ კონკრეტული ფეხბურთელი შეძლებს და გავა ევრო 2016-ის ფინალში, ისე რომ ყველა მატჩში მიიღებს მონაწილეობას, მას ნათამაშები ექნება: დაახლოებით 300 წუთი – ჯგუფური ეტაპის მატჩებში; თუნდაც ჩავთვალოთ პლეი-ოფის თითოეული ეტაპის დამატებითი დროც, საერთო ჯამში წუთობრივი მაჩვენებელი 840 წუთი იქნება, რაც დაახლოებით 6 საათით ჩამორჩება ვან დერ სარის მაჩვენებელს.

ამას ემატება დიდი გუნდების მიდგომა როტაციის საკიტხთან – ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ დაასვენონ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ. ასე რომ, პრაქტიკულად შეუძლებელია ჰოლანდიელი მეკარის რეკორდის დამხობა.


#3 ყველაზე მეტი გოლი ფინალურ ეტაპზე – მიშელ პლატინი – 9 გოლი

13335287_194366614292122_478361345_n

ვინ შეძლებს მიშელ პლატინის ამ რეკორდის დამხობას? რობერტ ლევანდოვსკი, ოლივიე ჟირუ, ანტუან გრიზმანი, კრიშტიანუ რონალდუ თუ ტომას მიულერი? ფაქტია, რომ ისინი თავისი სახელის ტაბლოზე “გამოჭენებას” შეძლებენ, თუმცა ამის 9-ჯერ გაკეთება ნამდვილად გაუჭირდებათ …

ამ შემთხვევაში, თავდამსხმელთა პირველ დაბრკოლებას დრო წარმოადგენს – როგორც უკვე ავღნიშნეთ, მწვრთნელები ხშირად მიმართავენ როტაციას. დიდია ალბათობა, რომ სწორედ ამ ფაქტორმა შეუმციროს შანსები ისეთ ფეხბურთელს, როგორიც რობერტ ლევანდოვსკია. ოქროს ბუცის მოგების ფავორიტთა უმეტესობა ისეთი გუნდებიდან მოდის, რომლებიც მათ ყველა წუთის თამაშის საშუალებას არ მისცემენ.

კიდევ ერთ პრობლემას თავდამსხმელთათვის გაძლიერებული დაცვა წარმოადგენს – ასეთი დონის ტურნირებზე მწვრთნელები ყოველთვის ფრთხილობენ. რა თქმა უნდა გამონაკლისად უნდა ჩავთვალოთ ის კატაკლიზმა, რაც ბრაზილიაში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა (გერმანია 7-1 ბრაზილია).

ასეთი შედეგის მისაღწევად სწორედ ისეთი ხასიათის ქონაა საჭირო, როგორიც მიშელს გააჩნდა. რაც შეეხება ლევანდოვსკის ფენომენალურ მაჩვენებელს საკვალიფიკაციო ეტაპზე (13 გოლი), უნდა გავითვალისწინოთ რომ მას ისეთ გუნდებთან უწევდა თამაში, რომლებიც დიდ ევროპულ ოჯახთან ახლოსაც ვერ მიდიან.


#4 ყველაზე ცოტა გოლი მთელი ტურნირის მანძილზე (1980 წლიდან) – 27 გოლი

6

ასე რომ, ეს მაგიური რიცხვი აღნიშნავს გოლების რაოდენობას, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე ყველა გუნდმა ერთად გაიტანა – საკმაოდ პათეტიკურია, არა? შეიძლება რომელიმე თქვენგანმა გაიხსენოს, რომ 1968 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო, როცა მთელი ტურნირის მანძილზე მხოლოდ 7 გოლი გავიდა, მაგრამ მაშინ ტურნირი მხოლოდ 4 გუნდს შორის იმართებოდა და ეს შედეგიც არ იყო განსაკუთრებულად გასაკვირი.

27 გოლი – მართლაც რომ გასაკვირია. ნუთუ კვლავ დაემხობა ეს რეკორდი? თანაც იმის გათვალისწინებით, რომ არეალი კიდევ უფრო გაიზარდა. ნაკლებად სერიოზულია, რომ მწვრთნელებმა ასეთი ჩაკეტილი თამაშები შემოგვთავაზონ, მაშინ, როცა იციან, რომ მოგება გარანტირებული 3 ქულაა და შანსი იმისა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

თუ გაინტერესებთ, რამდენია გოლების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა, გეტყვით რომ ეს შედეგი 2000 წლის ჩემპიონატზე დაფიქსირდა, როცა მასპინძლის მოვალეობები ბელგიამ და ჰოლანდიამ გაიყვეს. რაც შეეხება უშუალოდ რიცხვს, ეს რიცხვია – 80. ამ რეკორდის ამ სიაში შეყვანა კი მართლაც რომ უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ 27 გოლზე ნაკლების გატანა? თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ 27 გოლი მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მატჩებში გავა.


#5 ყველაზე მეტი გოლი თითო მატჩში (საშუალოდ) – 1976 – 4.5

75

წარმოიდგინეთ, რომ საფრანგეთში გამართული ყველა მატჩი 3-2 დასრულდეს, ან “ცისფრებმა”, ან “Die Mannschaft”-მა ყოველ მატჩში 5-0 გამარჯვება შეძლონ; შორსაა რეალობისაგან, არა? და არა მარტო საფრანგეთში, არა მგონია ვინმე თვლიდეს, რომ ოდესმე ეს რეკორდი დაემხობა.

ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატის ამჟამინტელ ფორმატში თითქმის ყველა გუნდს აქვს რაღაც, რისთვისაც ბრძოლა უღირთ. ასე რომ ნაკლებად სავარაუდოა ასე “აიწყვიტონ”.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქმე უსამაართლობასთან გვაქვს – რამეთუ მაშინდელ ჩემპიონატში მონაწილეობას მხოლოდ 4 გუნდი იღებდა.

იუგოსლავიაში გამართული ჩემპიონატი პირდაპირ ნახევარფინალებით გაიხსნა, სადაც მასპინძელმა 4-2 წააგო დასავლეთ გერმანიასთან დამატებითი დროის შემდეგ და ჩეხოსლოვაკიამ ფინალისკენ გზა ჰოლანდიის 3-1 დამარცხებით გაიკაფა.

უკვე გვაქვს 10 გოლი. ჩეხოსლოვაკიამ ფინალური მატჩი პენალტების სერიაში მოიგო მას შემდეგ, რაც ძირითად დროში ანგარიში 2-2 დაფიქსირდა. ჰოლანდიამ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 3-2 დაამარცხა იუგოსლავია.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა