ხორვატიამ თურქეთი მოდრიჩის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა (ვიდეო)
2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის პირველი შეხვედრა პარიზის “პარკ დე პრენსზე” შედგა, სადაც თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრის პირველი ტაიმი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მცირე უპირატესობას მაინც ხორვატები ფლობდნენ. 41-ე წუთზე ლუკა მოდრიჩი მეტოქის საჯარიმოდან მოგერიებულ ბურთს შეეგება, შეუჩერებლად დაარტყა და ბრწყინვალე გოლით გუნდი დააწინაურა კიდეც.
მატჩის მეორე ნახევარში ხორვატები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. ანტე ჩაჩიჩის გუნდს ანგარიშში სხვაობის გაზრდის შანსი არაერთხელ მიეცა, ორჯერ ბურთი ხარიხასაც მოხვდა, თუმცა გოლი აღარ გასულა. მატჩი ხორვატიის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ევრო-2016
D ჯგუფი
თურქეთი — ხორვატია 0:1 (0:1)
თურქეთი: ბაბაჯანი, გიონული, თოფალი, ბალთა, ერქინი, ინანი, ჩალჰანოღლუ, თუფანი, იოზუაქუფი (შენი 46′), არდა თურანი (ბუტაქ ილმაზი 65′), თოსუნი (მორი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.
ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი, მოდრიჩი, ბადელი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი 90′), პერიშიჩი (კრამარიჩი 87′), მანჯუკიჩი (პიაცა 90+3).
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.
გოლი: მოდრიჩი 41′.
გაფრთხილებები: თოსუნი 31′, ბალთა 48′, შენი 90+1′ — სტრინიჩი 80′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).