უმცროსი ბორჯღალოსნები | უელსთან ერთი ქულის სხვაობით
შაბათს, 11 ივნისს, ქართული სარაგბო დღე შედგა. გამთენიას უფროსმა ბორჯღალოსნბებმა ოკეანეთის ტურნეს პირველი ტესტი გამართეს და მასპინძლ სამოასთან 19:19 დაასრულეს შეხვედრა. რამდენიმე საათის შემდეგ, კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ჩვენებური რაგბის ისტორიაში პირველად მონაწილეობენ, უელსელ თანატოლებს „ეომნენ“ და მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით, 9:10 დათმეს შეხვედრა.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით, ოკეანეებით და მთებით დაშორებულ წერტილში, 23-23-მა ქართველმა იბრძოლა და თამაშით გამარჯვება ორივეგან დაიმსახურა, მაგრამ ისევე როგორც აპიაში, მანჩესტერშიც გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა, ერთი ჯარიმა დაგვაკლდა. დარტყმა, რომელიც შესრულდა, მაგრამ ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა.
ეროვნული ნაკრებისთვის ეს ფრეს მომტანი აღმოჩნდა, 20-წლამდელებისთვის კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი სატურნირო ქულისა.
მატჩის დებიუტში უელსმა დადო ერთადერთი ლელო, დაწინაურდნენ 7:0. შემდეგ იყო კიდევ ერთი მძლავრი შემოტევა, თავდაუზოგავი ბრძოლა 22-ში, უმცროს ბორჯღალოსნებს, მონდომება გაუასმაგდათ და საფინალო სასტვენამდე ეს განწყობა შეინარჩუნეს. ალბათ სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და როდესაც ამას დაემატა ჩვენი მორაგბეების ინდივიდუალური ოსტატობა, ორგანიზებულობა და მწვრთნელების მიერ სწორად დაგეგმილი თამაში, უელსს შანსები შეუმცრიდა.
მეტოქე რომ შევაჩერეთ მერე შეტავაშიც მოვსინჯეთ ძალები და რაღაც გამოვიდა, რაღაც არ გამოვიდა იყო ის, რომ სამწუხაროდ, ვერ გამოსწორდა დერეფანში თამაში, რის გამოც რამდენჯერმე დავკარგეთ კარგი შესატევი პლაცდარმი, მაგრამ გამოვიმუშავეთ ჯარიმები და 30-ე წუთზე, გელა აფრასიძემ საქართველოს ნაკრებისთვის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი 3 ქულა აიღო. ჩვენმა შერკინებამ ზელანდიელთა მსგავსად უელსელებიც არ დაინდო, დაახლოებით 15-20 მეტრი არბენინა, აფრასიძემ 40 მეტრიდან გაიტანა და ტაიმი 6:7 დავთმეთ.
უმცროსი ბორჯღალოსნები | უელსთან ერთი ქულის სხვაობით
12-ივნ-2016

მეორე ტაიმში მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა და რადგან მათ სწრაფ, ხელდახელ ბურთაობას შედეგი არ მოჰქონდა, ფეხით ჩაკიდებებზე და ჩვენი მცველების შეცდომებზე ითამაშა. მაგრამ ხაზმა, რომელიც მანამდე სწრაფად ხურავდა სივრცეებს, არც აქ დათმო და სახელოვანი მეტოქე მწყობრიდან გამოიყვანა. რომ მიხვდნენ ქართველები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, 55-ე წუთზე უელსელებმა ჯარიმით უპირატესობა 4-ქულიანი გახადეს. 65-ე წუთზე ჩენი ჯარიმაც დაინიშნა და აფრასიძემ სხვაობა კვლავ მინიმალური გახადა. 75-ე წუთზე დაახლოებით იგივე მოხდა, მანძილი უფრო შორს იყო, ცენტრალურ ხაზთან, კუთხე საპირისპირო, აფრასიძემ მიზანი გაისწორა და ბურთიც კარგად აწია, მაგრამ მან ჰორიზონტალურ ძელს ქვევიდან ჩაუქროლა და სწორედ აქ გვიმტყუნა იღბალმა. სულ ცოტა იყო საჭირო და ახლა საქართველო ანგარიშშიც გამარჯვებული იქნებოდა…
მეტოქემ დარჩენილი დროის გაყვანა სცადა და ორიოდე წუთი მოიგო, „ბორჯღალოსნებმა“ ოვალი მოიპოვეს, ის ცენტრამდე აწიეს, უელსელებმა რაქიდან სწრაფად გატანაში აშკარად შეგვიშალეს ხელი და აქ ჯარიმა იყო დასანიშნი, მაგრამ რეფერიმ უელსი არ გაწირა, მერე მას იქით უბოძა ჯარიმა, მეტოქემ დარჩენილი 1 წუთი ვითომ მზადებაში გაიყვანა და მატჩი ანგარიშით 9:10 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი კაპიტანი, ბექა გორგაძე დაასახელეს.
„ბევრი ვიმუშავეთ დაცვაზე, სწრაფ წამოდგომაზე და ეფექტური ბოჭვების კეთებაზე – შესაბამისად, ვეცადეთ რაქებში ნაკლებნი ვყოფილიყავით, რათა დაცვაში დროულად მოვწყობილიყავით. ვითამაშეთ ხასიათით და გულით და ეს თამაში ჩვენი თავდაჯერებულობისათვის აუცილებელი იყო.
„შეტევას რაც შეეხება, რათქმაუნდა შემდეგი თამაშისთვის ბევრი რამის გამოსწორებას ვგეგმავთ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ბევრი რამ უნდა გამოგვესწორებინა, პირველი მატჩის შემდეგ, რათა დაგვემტკიცებინა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის, ქომაგებისა და საქართველსოთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძია“ ნამატჩევს განაცხადა ილია მაისურაძემ.
შემდეგი მატჩი 15 ივნისს, კვლავ მანჩესტერ სიტის აკადემიის სტადიონზე გვექნება. ამჯერად ირლანდიას ვეთამაშებით, რომელმაც პირველ ტურში უელსი, ერთი ქულის სხვაობით, 26:25 დაამარცხა, ხოლო გუშინ კი ისტორია დაწერა – ახალ ზელანდიას 33:24 მოუგო, რითაც პირველი ირლანდიური ნაკრები შეიქმნა, რომელმაც შეძლო ახალი ზელანდიის დამარცხება.
მატჩი საქართველოს დროით 20:45 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს თიბისი ბანკი და საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხზე შემოგვთავაზებენ.
ლადო კილასონია მეორე ტურის მატჩისა და ირლანდიასთან მომავალი რკენის შესახებ:
„გუშინდელი თამაში ერთმნიშვნელოვნად ჩვენ აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ – ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც რაც მთავარია. ზელანდიის შემდეგ პირველივე დღე დაეთმო აღდგენას და ვიდეოანალიზს. შემდეგ გვქონდა დაცვის ვარჯიში, სადაც ზელანდიასთან დანახული პრობლემების გამოსწორება ვცადეთ – უფრო, რომ ავხსნათ გავშლილიყავით ბოლომდე, მოედნის მთელი სივრცე აგვეღო დაცვაში და მაქსიმალურად წინ ავსულიყავით. დაცვის ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა და მატჩამდე ერთი დღით ადრე გვქონდა კაპიტნის ვარჯიში, რომელმაც ასევე ძალიან კარგად ჩაიარა.“
„გუშინ ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და განყობაც შეუდარებელი გვქონდა – სასტუმროში, ავტობუსში, გასახდელში და გახურებისას. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენთვის ასეთ გუნდებთან თამაში პატივია და გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენ ამით არაფერს ვკარგავთ, არამედ დიდ გამოცდილებას ვიძენთ. ჩვენი თავის და ალბათ გულშემატკივრების გარდა, აქ ჩვენგან ბევრს არაფერს ელიან, მაგრამ საქართველო სწორედ იმიტომ არის გამორჩეული გუნდი, ეროვნული ნაკრები და 20-წლამდელებიც, რადგან ჩვენ იქ ვაკეთებთ ყველაფერს განსაკუთრებულად კარგად, როდესაც ამას ჩვენგან არ მოეილიან!
„ისიც აღსანიშნავია, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო. წვიმამ თამაშის ტემპი დააგდო, თუმცა მაინც – გვქონდა ბევრი ხარვეზი, როგორც დერეფანში, ასევე ხაზის ფეხით თამაშში, რამაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ეს პირველი ტაიმის შემდეგ შედარებით გამოსწორდა, თუმცა იდეალურამდე მაინც არ მივიდა. ბიჭები მუშაობენ საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვი, რომ მოტივაცია არ აქვთ. პირიქით, ძალიან მონდომებულები არიან – გუშინ მოედანზეც ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ ეს არ გვეყო და წავაგეთ ათით ცხრა.
„მთავარია, რომ ჩვენ ასეთი თამაში ვითამაშეთ და ძალიან მეამაყება, რომ ამ გუნდთან ერთად ვარ! თუმცა ისიც სათქმელია, რომ ასეთი შანსები რაგბში ძალიან იშვიათია და მათი არ გამოყენება ძვირად ფასდება. ლელოსთან ახლოს მაინცდამაინც არ ვყოფილვართ. ბიჭებმა მოედანზე მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილებები, კარში არტყეს და ამან გაამართლა. მეორე ტაიმში, როდესაც უელსმაც ნახა, რომ ხელით თამაში არ გამოსდიოდა ამინდის გამო, მაღალი ბურთების აწევა დაიწყეს, თუმცა ჩვენი უკანა ხაზი აშკარად მზად დახვდა ამას. ერთხელ პოზიციურ თამაშშიც ვაჯობეთ. თითქმის ყველა დაკიდებული ბურთი ავიღეთ ჰაერშივე, რაც უდაოდ მისასალმებელია. მაგრამ ფეხით თამაშიდან გამომდინარე უელსმა ბევრად მეტი დრო გაატარა ჩვენ 22-ში ვიდრე ჩვენ მათ მოედანზე, ამიტო პოზიციურ თამაშში მთლიანობაში ალბათ დავიჩაგრეთ.
„გველის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სერიოზული მატჩი, სადაც კიდევ ერთხელ უნდა მოვუმატოთ ჩვენ თამაშს – გუშინ ჩვენი ამოცანა იყო 20-30 პროცენტით მოგვემატებინა, რასაც მეტ-ნაკლებად ალბათ მივაღწიეთ, 15-ში შემდეგი ნაბიჯიც ეს იქნება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.
„კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან და გუშინაც სანამ დრო გვქონდა ზელანდიასთანაც დავაკვირდით – ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს – კარგად იცის სად არის სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, არ მგონია ჩვენთან „ჯახით“ თავი მოიკლან. შესაბამისად ალბათ უფრო სწრაფ და გაშლილ თამაშს შემოგვთავაზებენ.“
Rugby.Ge