“ნაპოლიმ” “უდინეზესთან” შეათანხმა, მაგრამ პოლონელს “ლივერპულში” ურჩევნია
Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა “უდინეზეს” 9.5 მილიონი ფუნტი შეთავაზეს პიოტრ ზელინსკის სანაცვლოდ.
პოლონელმა ფეხბურთელმა, რომელიც კვირას, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოგებულ მატჩში (1-0) მთელი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ბოლო ორი წელი “ემპოლიში” გაატარა, სადაც ის არენდის წესით იმყოფებოდა.
ამ ფეხბურთელის გადაბირების სურვილი იტალიურმა “ნაპოლიმაც” გამოთქვა, თუმცა სანდო წყაროს ცნობით ზელინსკის იურგენ კლოპის გუნდში სურს გადასვლა, რასაც ნეაპოლელთა პრეზიდენტიც ადასტურებს.
“პოცოს ოჯახს ზელინსკის ტრანსფერის თაობაზე მოველაპარაკე, თითოეული დეტალი შევათანხმეთ. მაგრამ თავად ფეხბურთელს ჩვენთან მოსვლა არ უნდა. ის ყველაფერს აკეთებს, რათა “ლივერპულში” გადავიდეს.” – განაცხადა “ნაპოლის” პრეზიდენტმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.