“ყველაფრის უკან 150 რუსი ჰულიგანი იდგა, რომლებიც ამ დღისთვის ემზადებოდნენ”
რუსი ჰულიგნები, რომლებმაც ინგლისელ გულშემატკივრებს მარსელში შეუტიეს, სპეციალურად ამ დღისთვის კარგა ხნის მანძილზე ემზადებოდნენ. ამ განცხადებას ქალაქის მთავარი პროკურორი აკეთებს.
“საქმეში 150 რუსი გულშემატკივარი იყო, რომლებიც სინამდვილეში ჰულიგნები იყვნენ.” – განაცხადა ბრაის რობინმა.
“თითოეული მათგანი სათანადოდ იყო მომზადებული მსგავსი ქმდებებისათვის. ესენი ექსტრემალურად ნავარჯიშები ხალხია.”
რობინის თქმით რუს გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი, რომლებიც მარსელში საერთაშორისო თვითმფრინავით გადმობარგდნენ უკან დააბრუნეს, თუმცა ამ ჰულიგნებმა მარსელამდე სახმელეთო საშუალებებით მოაღწიეს.
ამ არეულობაში 35 ადამიანი დაზიანდა, რომელთა უმეტესობაც ინგლისელი იყო. 3 გულშემატკივარი სერიოზულად არის დაშავებული და ერთი ინგლისელი ფანი კრიტიკულ, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.
“მათი ვინაობა, ვინებმაც ის დააშავეს, ჯერჯერობით უცნობია.” – განაცხადა რობინმა.
პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. 6 ბრიტანელი, 3 ფრანგი და ერთი ავსტრიელი გულშემატკივარი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება.
ავტორიტეტებმა ლიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელების გაყიდვა აკრძალეს მანამ, სანამ ევრო 2016-ის მატჩები ამ ქალაქში გაიმართება.
თუმცა აკრძალვა არ შეეხება ქალაქის ცენტრში მდებარე ფანზონას, სადაც მრავლად არი ლუდი.
ლიონში პირველი მატჩი დღეს, 23:00 საათზე აიღებს სტარტს. ერთმანეთს ბელგიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.