რუსი გულშემატკივარი: “ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ფრანგებს ჩვენი ყურება სიამოვნებდათ”
რუსეთის ეროვნული ნაკრები რეიტინგში მხოლოდ 29-ე ადგილს იკავებს. თუმცა, რუსების აზრით ისინი პირველები არიან ხულიგნური თვალსაზრისით.
ეს კი სწორედ ისეთი “ვლადიმირების” დამსახურებაა, როგორიც The Telegraph-ს გაესაუბრა, რათა რუს ხულიგანთა ინტერესები ყველასათვის გაენდო.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს ვლადიმირი დაქორწინებულია და ორი შვილი ყავს და მას სულაც არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ მისი საქციელის გამო რუსეთი შესაძლოა ევრო 2016-დან მოკვეთნ.
“ინგლისელები ყოველთვის ამბობენ, რომ ისინი ფეხბურთის მთავარი ხულიგნები იყვნენ. ჩვენ ჩავედით საფრანგეთში, რათა ყველასათვის გვეჩვენებინა, რომ ისინი გოგოები არიან.”
ვლადიმირმა მარსელში 48 საათზე ნაკლები დაჰყო, თუმცა როგორც მან თქვა, “ის ყველა მთავარ ღონისძიებას დაესწრო და რამოდენიმე მათგანში მონაწილეობაც მიიღო.”
“მოსკოვის ლოკომოტივის” გულშემატკივარი გვიცხადებს, რომ ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, რუსეთს 500-600 ხულიგანი მიჰყვება თავისი გუნდის ფანკლუბიდან.
საფრანგეთში 15, 000-მდე რუსი გულშემატკივარი იმყოფებოდა. ვლადიმირის თქმით ისინი ინგლისის წინააღმდეგ გაერთიანდნენ : “მნიშვნელობა არ აქვს რომელ კლუბს ვგულშემატკივრობთ, ან რომელი ქალაქიდან ვართ, მთავარია, რომ რუსები ვართ. ჩვენ ინგლისის წინააღმდეგ ვიჩხუბებთ.”
აღსანიშნავია ისიც, რომ ხულიგნებს არ აინტერესებთ თამაში და ის სანქციები, რომელსაც უეფა რუსეთს პირდება: “ვფიქრობ, რომ უეფას გადაწყვეტილება ხულიგნების შემდეგ ნაბიჯებზე გავლენას ვერ იქონიებს. ასეთ ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.”
ვლადიმირმა რუსი ხულიგნები ინგლისელ ფანებსაც შეადარა: “რუსი ფანები ძირითადად ახალგაზრდები არიან, ასე 20-30 წლისანი და მათი უმეტესობა სპორტით არის დაკავებული – ბოქსი ან სხვა საბრძოლო სახეობები.
მათი მიზანია იმის დამტკიცება, რომ ინგლისელი ფანები ხულიგნები არ არიან. უმეტესობა სწორედ ამ მიზნისთვის ჩავიდა საფრანგეთში.”
მისი თქმით ინგლისელები ძირითადად სკამებითა და ბოთლებით ჩხუბობენ, რუსები კი მხოლოდ მუშტებით. “იარაღის გამოყენება ბევრ არასაჭირო პრობლემებს იწვევს. ჩვენთვის ეს სპორტივით არის. არავის მოკვლა არ გვინდა, უბრალოდ გვინდა, რომ მათ ჩვენი ძალა დავანახოთ.
თუ ნახავთ ტიპს, რომელსაც რუსეთის მაისური აცვია – ის ნამდვილად არ არის ულტრასი. ჩვენ უფრო მოსახერხებელი ტანსაცმელი გვჭირდება, რათა ხალხს შევერიოთ.”
მან ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ მაშინ დაბრუნდება საფრანგეთში, თუ რუსეთი ფინალში გავა.
ბოლოს კი მან პოლიტიკურადაც უკბინა საფრანგეთს : “ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მათ ჩვენი ჩხუბი აინტერესებდათ. პოლიციელები მხოლოდ დასასრულისკენ ერთვებოდნენ.”