პორტუგალია – ისლანდია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
პორტუგალია – ისლანდია
შეხვედრის ადგილი: სენტ-ეტიენი; “ჟოფრუა გიშრი”
შეხვედრის დრო: სამშაბათი, 14 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ჯიუნეიტ ჩაქირი (თურქეთი)
დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში ერთმანეთს პორტუგალიისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი ამ ჯგუფის და დღის ცენტრალური მატჩი გახლავთ, რომელშიც მეტნაკლებად ერთნაირი დონის გუნდები დაუპირისპირდებიან.
პორტუგალიელები ამ ჩემპიონატს კარგა ხანი ელოდნენ, მათი მთავარი მიზანი 2004 წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებენ. ისლანდიელებისთვის კი ჯგუფიდან გასვლაც საკმაოდ დიდი წარმატება იქნება.
პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:
14.11.15 | ამხ. | პორტუგალია | ესტონეთი | 7:0 | |
26.03.16 | ამხ. | ინგლისი | პორტუგალია | 1:0 | |
29.03.16 | ამხ. | პორტუგალია | ნორვეგია | 3:0 | |
29.05.16 | ამხ. | პორტუგალია | ბელგია | 2:1 | |
04.06.16 | ამხ. | პორტუგალია | ბულგარეთი | 0:1 |
ისლანდიის ბოლო 5 მატჩი:
14.11.15 | ამხ. | ისლანდია | ლიხტენშტეინი | 4:0 | |
26.03.16 | ამხ. | ნორვეგია | ისლანდია | 3:2 | |
29.03.16 | ამხ. | საბერძნეთი | ისლანდია | 2:3 | |
29.05.16 | ამხ. | დანია | ისლანდია | 2:1 | |
04.06.16 | ამხ. | აშშ | ისლანდია | 3:2 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი)
08.10.11 – ამხანაგური მატჩი: პორტუგალია 5:3 ისლანდია
12.10.10 – ამხანაგური მატჩი: ისლანდია 1:3 პორტუგალია
ფერნანდუ სანტუში: “ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ამ მატჩის დაწყებას. არც არის საჭირო იმის თქმა, რომ გვინდა კარგი ჩემპიონატი ჩავატაროთ, ჩვენი მიზანი კვლავ არ შეცვლილა. ყოველ მატჩში მოსაგებად გავალთ.
ისლანდია მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელების ნაკრები არ არის. ისინი ძლიერები არიან და ამასთანავე ტაქტიკურად კარგად ორგანიზებულები. მათ იციან, თუ როგორ უნდა ითმაშონ ისევე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მატჩი მოიგონ, ამისათვის მათ ყველაფერი აქვთ.”
ლარს ლაგერბეკი: ” ყველამ იცის, რომ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მართალია, რომ ჩვენ მთლიან გუნდს უნდა ვეთამაშოთ, თუმცა კრიშტიანუს გასათიშად ყველაფერს გავაკეთებთ.”
ჰეიმირ ჰალგრიმსონი: “ვფიქრობ, რომ მათ ფსიქოლოგიურად უკვე იციან, თუ როგორ უნდა გვეთამაშონ. მოსამზადებლად მათ ნორვეგია და ესტონეთი აირჩიეს, რადგანაც ორივე მათგანი ჩვენ სტილში თამაშობს. ისინი თავდაჯერებულები გამოვლენ მოედანზე. ამასთანავე ეს გუნდი მხოლოდ ერთი სტილით არ თამაშობს, ამიტომაც მათთან თავის დაცვა ყოველთვის რთულია.”
> პორტუგალია:
– რამოდენიმე პოზიციაზე სანტუშის გუნდში კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომაც დიდი შანსია, რომ შეტევაში პორტუგალიელებმა ეფექტურად იმოქმედონ.
– დაცვაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ძირითადში გარანტირებული აქვს ადგილი კეპლერ პეპეა. კარვალიოს, ალვეშის, სედრიკისა და გერეიროს ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა.
– ასეთივე სიტუაციაა ნახევარდაცვაში, სადაც ჟოაო მარიო, ანდრე გომეში, ვილიამ კარვალიო, რენატო სანჩესი და ადრიენ სილვა ძირითადში მოხვედრისთვის იბრძვიან. დანილოსა და მოუტინიოს მეტნაკლებლად გარანტირებული აქვთ ადგილი სასტარტოში.
ისლანდია:
– ისლანდიელებს საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ყავთ, რომლითაც 4-4-2 ფორმაციას ქმნიან. სიგურდსონი ამ ტაქტიკაში უფრო სიღრმისეულად თამაშობს, ვიდრე ამას საკლუბო დონეზე აკეთებდა.
– მარცხენა ფლანგზე სავარაუდოდ არნორ ტრაუსტასონი ითამაშებს, მარჯვე ფრთას კი იოჰან ბერგ გუდმუნდსონი დაისაკუთრებს.
– კოლბეინ სიგტორსონი და ალფრედ ფაინბოგასონი სავარაუდოდ თამაშს ძირითადიდან დაიწყებენ, ვეტერანი აიდურ გუდჯონსენი კი სათადარიგოთა სკამზე მოკალათდება.
> საინტერესო ფაქტები:
– პორტუგალიისა და ისლანდიის მატჩი ისტორიაში მესამე დაპირისპირება იქნება ამ გუნდებს შორის.
– პორტუგალიელებმა ორივე მატჩი მოიგეს, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
– კრიშტიანუ რონალდუ ნაკრების მაისურით 127-ე გამარჯვების მოპოვებას აპირებს, რითიც ის ლუიშ ფიგუს რეკორდს გაუთანაბრდება.
– ასეთ დიდ ტურნირზე ისლანდიას აქამდე არასდროს უასპარეზია.
– ისლანდია ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელიც ასეთ დიდ ტურნირზე მონაწილეობს (მოსახლეობა – 330,000).
> პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: რუი პატრისიო; ვიეირინა, პეპე, რაფაელ გერეირო; ჟოაო მარიო, დანილო, ჟოაო მოუტინიო, ადრიენ სილვა; ნანი, კრიშტიანუ რონალდუ.
ისლანდიელთა სავარაუდო შემადგენლობა: ჰალდორსონი; სევარსონი, რ სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი; გუდმუნდსონი, გ სიგურდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი; გიტორსონი, ფინბოგასონი.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
პორტუგალია 1-0 ისლანდია