დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 ივნისი)
დორტმუნდის “ბორუსიამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” უარით გაისტუმრა (Mirror)
“მანჩესტერ იუანიტედმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ჰენრიხ მხითარიანში 19 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზა, თუმცა დორტმუნდელებმა ინგლისელები უარით გაისტუმრეს. შეგახსენებთ, რომ მხითარიანმა “ბორუსიასთან” კონტრაქტის განახგძლივებაზე უარი თქვა.
მატეო კოვაჩიჩი “რომას” უახლოვდება (Sport)
დიდი შანსია, მატეო კოვაჩიჩი, რომელმაც “რეალში” ჯერ ფეხი ვერ მოიკიდა, მალე “რომას” იჯარით შეუერთდეს. როგორც ირკვევა, რომაელები მასში მირალემ პიანიჩის შემცვლელს ხედავენ.
იბრაჰიმოვიჩისთვის “ბაიერნიც” იბრძოლებს (Daily Mirror)
“მანჩესტერ იუანიტედის” გარდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენა მიუნხენის “ბაიერნსაც” სურს. იბრა ბავარიელთა ახალ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კარგად იცნობს, რამაც შესაძლოა, ტრანსფერს ხელი შეუწყოს.
“მანჩესტერ იუნაიტედს” ანდრე გომესი სურს (ESPN)
შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” მალე “ვალენსიას” თავდამსხმელი, ანდრე გომესი ვიხილოთ. როგორც ირკვევა, ის ჟოზე მოურინიოს ძალიან მოსწონს.
ფრანკო ვასკესი ლონდონურ კლუბში? (ESPN)
“პალერმოს” შემტევი ნახევარმცველით, ფრანკო ვასკესით ორი ლონდონური კლუბია დაინტერესებული. 27 წლის ფეხბურთელმა “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” ყურადღება მიიპყრო.