ლიონის ფან-ზონაში ორი გულშემატკივარი დაჭრეს
ფრანგი ჩინოვნიკები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოთხშაბათს, ლიონში ევრო 2016-ის ფან-ზონის ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაჭრეს.
რონას რაიონის ხელმძღვანელების ცნობით პოლიციელები საქმეში იმ დროს ჩაერივნენ, როდესაც ადგილობრივები ჰიმნს მღეროდნენ ალბანეთთან მატჩის დაწყების წინ (რომელიც ფრანგთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა).
ფრანგი და ბელგიელის ჭრილობები (ბარძაყსა და საჯდომზე) საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს და ვერც ვერავის დაკავება მოახერხეს.
ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ უეფას წარმომადგენელთან და იმ კომპანიის ხელმძღვანელთან, რომელსაც ფან-ზონაში სიმშვიდის დაცვა ევალება. შეგახსენებთ, რომ აქამდე ამ რაიონში შედარებით მშვიდი მდგომარეობა იყო.