თბილისის “დინამომ” ორი ნახევარმცველი დაიმატა
დინამო თბილისის რიგებში ბულგარელი, 27 წლის ნახევარმცველი- სტეფან ველევი და წარმოშობით მარტინიკელი, 28 წლის შემტევი ნახევარმცველი- მათიას კურიე იასპარეზებენ. ორივე ფეხბურთელმა დინამოსთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის ბოლო კლუბი- ლოკომოტივ პლოვდივი გახლდათ. მანამდე კი ველევი სოფიის ლევსკის, ბეროე სტარა ზაგორას, ლიუბიმეცის და ლოკომოტივ სტარა ზაგორას რიგებში გამოდიოდა. ბულგარეთის ნაკრებში სტეფან ველევს 7 შეხვედრა აქვს გამართული. ბოლოს, ორიოდე კვირის წინ იაპონიაში გამართულ შეკრებაზე იაპონიისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზა.
მათიას კურიეს ბოლო კლუბი კი ბულგარეთის უმაღლესლიგელი- ჩერნო მორე გახლდათ, სადაც 55 ჩატარებულ შეხვედრაში, 16- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მანამდე კურიე ვალენსიის ჰურაკანში, ატლეტიკო ბალეარესში და ნანტის მეორე გუნდში ასპარეზობდა. მშობლიური მარტინიკის ნაკრებში კი ჩვენს ახალწვეულს 6 მატჩი აქვს ჩატარებული.
FCDinamo.GE