შვეიცარია – საფრანგეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
შვეიცარია – საფრანგეთი
შეხვედრის ადგილი: ლილი; “პიერ-მორუა”
შეხვედრის დრო: კვირა, 19 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიხსნება. A ჯგუფში, საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება.
ამჟამად, ჯგუფის ლიდერი საფრანგეთია, რომელმაც წინა ორივე შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება, შვეიცარიის ნაკრები მეორე ადგილზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარიელები მოგებას მოახერხებენ, მაშინ დიდიე დეშამის გუნდი მეორე პოზიციას დაიკავებს.
შვეიცარიის ბოლო 5 მატჩი:
15.06.16 | ევჩ. | რუმინეთი | შვეიცარია | 1:1 | |
11.06.16 | ამხ. | ალბანეთი | შვეიცარია | 0:1 | |
03.06.16 | ამხ. | შვეიცარია | მოლდოვა | 2:1 | |
28.05.16 | ამხ. | შვეიცარია | ბელგია | 1:2 | |
29.03.16 | ამხ. | შვეიცარია | ბოსნია | 1:2 |
საფრანგეთის ბოლო 5 მატჩი:
15.06.16 | ევჩ. | საფრანგეთი | ალბანეთი | 2:0 | |
10.06.16 | ევჩ. | საფრანგეთი | რუმინეთი | 2:1 | |
04.06.16 | ამხ. | საფრანგეთი | შოტლანდია | 3:0 | |
30.05.16 | ამხ. | საფრანგეთი | კამერუნი | 3:2 | |
29.03.16 | ამხ. | საფრანგეთი | რუსეთი | 4:2 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)
20.06.14 – მსოფლიოს ჩემპიონატი: შვეიცარია 2:5 საფრანგეთი
13.06.06 – მსოფლიოს ჩემპიონატი: საფრანგეთი 0:0 შვეიცარია
ვლადიმირ პეტკოვიჩი: “საფრანგეთის ნაკრებთან წინა შეხვედრაში ანგარიშით 2:5 დავმარცხდით, მაგრამ ამაზე სულ არ ვფიქრობთ. საფრანგეთს უნდა დავანახოთ, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენ შეგვიძლია.
ჩემი აზრით, მშვიდად ვერც ფრანგები იქნებიან, რადგან შესაძლოა, მათ ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგონ. ჩვენ კი გამარჯვებისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.”
დიდიე დეშამი: “ალბათ, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ უფრო თავისუფლად ვითამაშებთ. მეტოქეს გახსნილი ფეხბურთის თამაში უყვარს, ამიტომ ვფიქრობ, ბევრი შანსი გვექნება.
დიმიტრი პაიე ბევრს შრომობს, რაც მას უფასდება. ჩემი აზრით, ის ამას იმსახურებს.”
შვეიცარია
– შვეიცარიის ნაკრები ცუდ სიტუაციაში სულაც არაა, თუმცა ამ გუნდისაგან უკეთეს თამაშს ელიან. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჩერდან შაქირის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მან კოსოვოს ნაკრებში თამაში არჩიოს, გუნდში კარგ ატმოსფეროს არ ქმნის.
საფრანგეთი
– საფრანგეთის ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდა, ამიტომ შესაძლებელია, დეშამმა შვეიცარიასთან მატჩი შემადგენლობაში განხორციელებული რამდენიმე ცვლილებით დაიწყოს.
– დიდი შანსია, ძირითად შემადგენლობაში აღარ იყოს ნგოლო კანტე.
– შესაძლოა, ვერც ოლივიე ჟირუ ვიხილოთ სასტარტოში.
საინტერესო ფაქტები:
– საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიელებთან ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში არ დამარცხებულა.
– შვეიცარიის ნაკრების ბოლო სამ მატჩში სამზე ნაკლები გოლი გადის.
შვეიცარიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
სომერი; ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი; ბეჰრამი, ჩაკა; შაქირი, ჯემაილი, მეჰმედი; სეფეროვიჩი.
საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ლორისი; ევრა, სანია, კოშელნი, რამი; სისოკო მატუიდი, პოგბა; პაიე, ჟირუ, გრიზმანი.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
შვეიცარია 0:1 საფრანგეთი