ნანი: ” ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მატჩი მოგვეგო”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ ავსტრიის ნაკრებთან დამთავრებული მატჩის (0:0) შემდეგ განცხადება გააკეთა.
“უნდა მოგვეგო, ამისათვის ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მაგრამ ბურთს უბრალოდ არ უნდოდა კარში შესვლა.
გუნდმა მართლა კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ჩვენ ვდომინირებდით, თანაც ძლიერ გუნდთან გვიწევდა თამაში, რომელმაც ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა.
სულ ესაა. მგონია, რომ ჩვენი დრო მოვა და რომ ეს მომავალ მატჩში მოხდება. სხვა გზა უბრალოდ არ არის, ეს მართლა უნდა მოხდეს.”