WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (297107) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სლოვაკეთი – ინგლისი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

თარიღი: ივნისი 20, 2016

სლოვაკეთი – ინგლისი
შეხვედრის ადგილი: სენტ-ეტიენი; “ჟოფრუა გიშარი”
შეხვედრის დრო: ორშბათი, 20 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)


დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის ბოლო მატჩები გაიმართება. ამ ჯგუფში ყველა ინტრიგა შემორჩენილია და ყველაფერი რამდენიმე საათში უნდა გადაწყდეს.

4 ქულით, პირველ ადგილს ინგლისის ნაკრები იკავებს, მეორე და მესამე პოზიციებს, 3-3 ქულით, უელსელები და სლოვაკები ინაწილებენ. ხოლო ბოლო ადგილზე რუსეთის ნაკრებია, რომელსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს.


 

სლოვაკეთის ბოლო 5 მატჩი:

15/06/16 ევჩ. რუსეთი სლოვაკეთი 1:2
11/06/16 ევჩ. უელსი სლოვაკეთი 2:1
04/06/16 ამხ. სლოვაკეთი ჩრდლ. ირლანდია 0:0
29/05/16 ამხ. გერმანია სლოვაკეთი 1:3
27/05/16 ამხ. სლოვაკეთი საქართველო 3:1

ინგლისის ბოლო 5 მატჩი:

16/06/16 ევჩ. ინგლისი უელსი 2:1
11/06/16 ევჩ. ინგლისი რუსეთი 1:1
02/06/16 ამხ. ინგლისი პორტუგალია 1:0
27/05/16 ამხ. ინგლისი ავსტრალია 2:1
22/05/16 ამხ. ინგლისი თურქეთი 2:1

 

 

 


ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)

28/03/09 – ამხანაგური მატჩი: ინგლისი 4-0 სლოვაკეთი
11/06/03 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ინგლისის 2-1 სლოვაკეთი


kozak - hodgson

იან კოზაკი: “ჩემი გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება. ინგლისის ნაკრები რუსეთისაგან განსხვავდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც ინგლისის ნაკრების მსგავს ძლიერ გუნდს თამაშს გაუხსნის.”

როი ჰოჯსონი: “ჩვენი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. ვარდი და სტარიჯი წინა მატჩში თამაშში კარგად ჩაერთვნენ, თუმცა შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. სლოვაკებს კარგი შემტევები ჰყავთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ.”


სლოვაკეთი:

– როგორც კოზაკმა თქვა, სლოვაკთა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.

– სლოვაკეთის ნაკრები შეეცდება გოლი კონტრ-შეტევაზე თამაშის წყალობით გაიტანოს.

ინგლისი:

– დიდი ალბათობით, დღეს ძირითად შემადგენლობაში ჯეიმი ვარდისა და დანიელ სტარიჯს ვიხილავთ. მათ წინა შეხვედრაში ინგლისელებს გამარჯვება მოუტანეს.

– არ არის გამორიცხული, სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს ჯო ჰარტი, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.


საინტერესო ფაქტები:

– ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 24 მატჩში ინგლისის ნაკრები დაუმარცხებელია.

– ბოლო ცხრა მატჩიდან რვაში, ინგლისელებს მინიმუმ ორი გოლი გააქვთ.

– ინგლისისა და სლოვაკეთის ნაკრებებს შორის გამართული ბოლო სამი მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა.


 სლოვაკეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოკანი, პეჩოვსკი, კუცკა, მაკი, ჰამშიკი, ვაისი, ნემეცი.

cats

ინგლისის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ჰარტი, უოლკერი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი, დაიერი, უილშირი, რუნი, ლალანა, ვარდი, სტარიჯი.

cats


 FANEBI.COM-ის პროგნოზი:

სლოვაკეთი 0:2 ინგლისი

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები