ოფიციალურად: ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის ნაკრები დატოვა
ლეონიდ სლუცკიმ რუსეთისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, B ჯგუფში, რუსეთმა 1 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. სლუცკის გაწვრთნილი გუნდი უელსისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან დამარცხდა, ხოლო ინგლისელებთან ფრედ ითამაშა.
სლუცკი რუსეთის ნაკრებს 2015 წლიდან თავკაცობდა.