პოლონეთმა უკრაინა ბლაშიკოვსკის გოლით დაამარცხა (ვიდეო)
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. მარსელის “ველოდრომზე” ერთმანეთს უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უკრაინელებს, როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდათ და მათთვის ეს მატჩი მხოლოდ პრესტიჟის საქმე გახლდათ. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა პოლონეთის ნაკრებს. ადამ ნავალკას გუნდი გერმანიის ნაკრებს ჯგუფის პირველ ადგილში ეცილებოდა.
მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. რობერტ ლევანდოვსკის გოლის გატანის შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა. ტაიმის შუაწელს ტერიტორიულ უპირატესობას უკრაინელები დაეუფლნენ და მომენტები მათაც შექმნეს, თუმცა პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე იაკუბ ბლაშიკოვსკი გავიდა და მანვე შეხვედრის 54-ე წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაცია ლამაზი გოლით დააგვირგვინა – 1:0. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. პოლონეთის ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. უკრაინის ეროვნულმა გუნდმა კი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გატანილი გოლის გარეშე დაასრულა.
ევრო-2016
C ჯგუფი
უკრაინა — პოლონეთი 0:1 (0:0)
უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, კუჩერი, ბუტკო, სტეპანენკო, როტანი, იარმოლენკო, ზინჩენკო (კოვალენკო 73), კონოპლიანკა, ზოზულია (ტიმოშჩუკი 90+2′).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.
პოლონეთი: ფაბიანსკი, ჩენეკი, გლიკი, პაზდანი, ენდჟეიჩიკი, ზელინსკი (ბლაშიკოვსკი 46′), კრიხოვიაკი, იოდლოვეცი, კაპუსტკა (გროსიცკი 71′), მილიკი (სტაჟინსკი 90+3′), ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.
გოლი: ბლაშიკოვსკი 54′.
გაფრთხილებები: როტანი 25′, კუჩერი 38′ — კაპუსტკა 60′
მთავარი მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია).