WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (297300) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (14,15,16,17,18,19,21,22,24857) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დელ ბოსკე: “არ გვინდოდა, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით”

თარიღი: ივნისი 22, 2016

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები ხორვატიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ლიდერის პოზიცია დათმო. დღევანდელი შეხვედრა “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ შეაჯამა.

“ფეხბურთელები გასახდელში ჩუმად ისხდნენ. მარცხი სასიამოვნო არ არის. მატჩის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და მეორე გოლი გაგვიტანა. პირველი გოლიც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანეს. კონცენტრაცია მცირედით დავკარგეთ, თუმცა ჩემს ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს.

მეტოქე ფრეზეც თანახმა იყო. საყაიმო შედეგი ჩვენთვისაც მისაღები იქნებოდა. ერთი შეხედვით, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. თამაშის გაანალიზებისა და მომდევნო შეხვედრისთვის მომზადების დრო გვაქვს. არ გვინდოდა, რომ სიტუაცია ასე განვითარებულიყო, თუმცა რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია.

გადამწყვეტ გოლამდე ბურთი საკმარისად არ გვეჭირა, არც კონტრშეტევისთვის ვიყავით მზად. ამ მდგომარეობაში ყოფნა არ გვინდოდა, თუმცა სიტუაციის გამოსწორების შანსი გვაქვს”, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

“ფურია როხა” ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.



მსგავსი სიახლეები