უნგრეთი – პორტუგალია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
უნგრეთი – პორტუგალია
შეხვედრის ადგილი: ლიონი; “Stade de Lyon ”
შეხვედრის დრო: ოთხშაბათი, 22 ივნისი; 20:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
დღეს, თბილისის დროიტ 20 საათსა და 00 წუთზე ევრო 2016-ის მესამე ტურის ეგიდით F ჯგუფში სტარტს აიღებს ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩი, რომელშიც მონაწილეობას პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებები მიიღებენ.
ამ დროისთვის პორტუგალიელებს 2 ქულა აქვთ, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტიას არ იძლევა – საჭიროა გამარჯვების მოპოვება მესამე მატჩში. რონალდუს გუნდი მომდევნო ეტაპზე შეიძლება ფრის შემთხვევაშიც გავიდეს, თუმცა პორტუგალიელები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ.
უნგრეთის ბოლო 5 მატჩი:
18.06.16. | ევრო 2016 | ისლანდია | უნრეთი | 1:1 | |
14.06.16 | ევრო 2016 | ავსტრია | უნგრეთი | 0:2 | |
29.05.16 | ამხ. | გერმანია | უნგრეთი | 2:0 | |
29.05.16 | ამხ. | უნგრეთი | კოტ’დ-იუვარი | 0:0 | |
04.06.16 | ამხ. | უნგრეთი | ხორვატია | 1:1 |
პორტუგალიისს ბოლო 5 მატჩი:
18.06.16 | ევრო 2016 | ავსტრია | პორტუგალია | 0:0 | |
13.06.16 | ევრო 2016 | პორტუგალია | ისლანდია | 1:1 | |
29.05.16 | ამხ. | პორტუგალია | ესტონეთი | 7:0 | |
29.05.16 | ამხ. | ინგლისი | პორტუგალია | 1:0 | |
04.06.16 | ამხ. | პორტუგალია | ნორვეგია | 3:0 |
ურთიერთშეხვედრები
10.10.09 – მსოფლიო ჩემპიონატი: პორტუგალია 3:0 უნგრეთი
09.09.09 – მსოფლიო ჩემპიონატი: უნგრეთი 0:1 პორტუგალია
ბერნდ შტორკი: “ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენ 4 ქულით ჯგუფის სათავეში ვიქნებოდით, პორტუგალიელებს კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენი დამარცხება დასჭირდებოდათ? არ ვიცი როგორ შევაქო ამისათვის ჩემი გუნდი. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, გავეგრძოლოთ ის, რაც დავიწყეთ.
ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლა იქნება და არა მარტო კრიშტიანუსაგან. ამ გუნდში კიდევ არიან სუპერვარსკვლავები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. საქმე მხოლოდ მათ 7-იანს არ ეხება.”
ფერნანდუ სანტუში: “ჩემი ფეხბურთელების მჯერა. რატომ უნდა გავხდე უეცრად პესიმისტი? რამოდენიმე დღის წინ ყველას სჯეროდა ჩვენი. ავსტრიელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ახლა კი ყველა კითხვის ნიშნის ქვეშ გვაყენებს -რაც მაღიზიანებს. სამაგალითოდ ვმოქმედებდით. ბევრი ვიმუშავეთ. რატომ არ უნდა მჯეროდეს მათი? მჯერა, რომ ფინალამდე მივალთ.
დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამ ბარიერს გადალახავს და საუკეთესო ფორმაში დაბრუნდება. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ყველაზე კარგად გოლების გატანა გამოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შეძლებს. რა თქმა უნდა პენალტებს კვლავ ის შეასრულებს.
რაც შეეხება უნგრეთს, არამგონია დაცვითი თამაში დაგვიპირისპირონ, რაც იმით არის განპირობებული, რომ ისინი სხვა შედეგებზე არ არიან დამოკდებულნი.”
უნგრეთი:
– ატილა ფიოლამ ისლანდიასთან ფრედ დამთავრებულ მატჩში (1-1) მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა ტრავმის გამო. მისი თამაში პორტუგალიის ნაკრებთან საეჭვოა.
– ბერნდ შტორკს არანაირი მიზეზი არ აქვს, რატომაც უნდა შეცვალოს ის თერთმეტეული, რომელიც მან შაბათს გამართულ მატჩში გამოიყენა.
პორტუგალია:
– რაფაელ გერეირომ და ანდრე გომაშმა გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხეს, რის მიზეზადაც ტრავმა სახელდება. დიდი შანსია, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა უნგრეთთან თამაში ვერ შეძლონ.
– გერეიროს სავარაუდოდ ელისეუ ჩაანაცვლებს. სავარაუდოდ სასტარტოში დაიწყებს რენატო სანჩესიც. რაც შეეხება ფორმაციას, სანტუში 4-3-3 ფორმატით ითამაშებს.
გასათვალისწინებელი ფაქტები:
– F ჯგუფის ლიდერ უნგრეთს უკვე განაღდებული აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლა.
– პორტუგალიელები ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და 2 ქულით ჩამორჩებიან ბერნდ შტორკის გუნდს.
– დიდ ტურნირზე ეს გუნდები 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 5-ვე მატჩში პორტუგალიელებმა იმარჯვეს.
– ბოლო გამარჯვებები კი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოდის.
– ეს გუნდები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფშიც ერთად მოხვდნენ.
პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: კირალი; ლანგი, გუსმიკსი, იუჰასზი, კადარი; ნაგი, გერა; ჯუჯაკი, კლაინჰაისლერი, ლოვრენცსიკი; სზალაი.
პორტუგალიელთა სავარაუდო შემადგენლობა: რუი პატრისიო; ვიეირინია, რიკარდო კარვალიო, პეპე, ელისეუ; ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, რენატო სანჩესი; რიკარდო ქუარეშმა, კრიშტიანუ რონალდუ, ნანი.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
უნგრეთი 0-2 პორტუგალია