ინიესტა: “ხორვატიასთან მატჩში პენალტის დარტყმას მე ვაპირებდი, მაგრამ…”
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დანიშნული პენალტის შესრულებას თავად აპირებდა, თუმცა თერთმეტმეტრიანი სერხიო რამოსმა დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
“პენალტის დარტყმას მე ვაპირებდი, მაგრამ რამოსმა მთხოვა, რომ ეს მისთვის დამეთმო. იგი საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. მას არ გაუმართლა”, – ციტირებს ინიესტას სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა აღნიშნული შეხვედრა 1:2 დათმო და ჯგუფის ლიდერის პოზიცია ხორვატიას დაუთმო. შესაბამისად, ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე “ფურია როხას” მეტოქედ იტალიის ნაკრები ერგო.