კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ უნგრეთთან ფრედ დასრულებული მატჩის (3:3) შემდეგ ჟურნალისტების დასმულ არც ერთ კითხვას არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ მატჩამდე კრიშტიანუ რონალდუ ძლიერ გააღიზიანა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რის გამოც მან ჟურნალისტის მიკროფონი ტბაში გადააგდო.
“კარგია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთლად დამასახელეს, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, რასაც ვერ მივაღწიეთ. გვეგონა, რომ მეორე ადგილზე გავიდოდით, თუმცა არც ეს გამოვიდა.
საერთო ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა – სრული სიგიჟე. ისინი წინ გადიოდნენ, ჩვენ კი მათი მდევრების როლში ვიყავით. კარგია, რომ სახლში წასვლა გადავდეთ.”
ამის შემდეგ ჟურნალისტებმა მას რამოდენიმე კითხვა დაუსვეს, თუმცა რონალდუმ კითხვებს პასუხი არ გასცა და განაცხადა: “ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია.”