კოპა ამერიკა: ჩილე ზედიზედ მეორედ ფინალში (ვიდეო)
დღეს გამთენიისას კოპა ამერიკას მეორე ნახევარფინალური შეხვედრა კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებსა და ჩილეს შორის გაიმართა (0:2).
მექსიკასთან დაპირისპირების დროს, ჩილეს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არტურო ვიდალმა ყვითელი ბარათების ლიმიტს გადააჭარბა და საკუთარ ნაკრებს კოლუბიასთან შეხვედრაში ვერ დაეხმარა.
მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ 11 წუთში გადაწყდა. მე-7 წუთზე მარჯვენა ფრთაზე ხოსე ფუენსალიდამ ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ჩილეს ფეხბურთელებმა კი კუადრადოს უხეში შეცდომით ისარგებლეს და ჩარლს არანგისმა ანგარიშის გახსნა მოახერხა 0:1.
ამის შემდეგ, ზუსტად 4 წუთში ალექსის სანჩესი მარცხენა ფრთიდან ცენტრში შეიწია და ბურთი ძელს გაარტყა, ფუენსალიდამ დავიდ ოსპინას სიტუაციიდან გამოთიშვით ისარგებმა და ცარიელ კარში ბურთი შეაგორა – 0:2.
გოლები: 0:1 – არანგისი (7′), 0:2 – ფუენსალიდა (11′).
კოლუმბია: ოსპინა; არიასი, კრისტიან საპატა, მურილიო, ფაბრა; დანი ტორესი, კარლოს სანჩესი; კუადრადო , კარდონა, როდრიგესი; როჯერ მარტინესი.
ჩილე: ბრავი; ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური; არანგისი, ფ.სილვა, პაბლო ერნანდესი, ფუენსალიდა, ედუ ვარგასი, ალექსის სანჩესი.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკას ფინალი 27 ივნისს, არგენტინასა და ჩილეს შორის, ნიუ ჯერსიში გაიმართება.