ტოპ 14-ის ფინალი | რეკორდი ნოუ კამპზე
ხვალ, 24 ისვნისს გამთენიას, ბორჯღალოსანთა სახმრეთული ტურნეს დამაგვირგვინებელ ტესტს რომ ვუყურებთ, მაგით სარაგბო ზეიმი არ მთავრდება – ღამით, 22:45 საათზე ფრანგული ტოპ 14-ის 2015/2016 წლის სეზონის ფინალია, რომელშიც რასინგ 92-ს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის ტულონი ერკინება. ტოპ 14-ის ფინალი სარაგბო სამყაროში ყოველთვის გამორჩეული მატჩია, მაგრამ წელს ის იმითაცაა განსაკუთრებული, რომ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ტულონი და რასინგი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ლეგენდარულ ნოუ კამპზე ერკინებიან. ამ მატჩს უკვე მოუხსნია საკლუბო რაგბის დასწრების რეკორდი, რომელიც მანამდე სარასენსისა და ჰარლექინზის რკენისას დამყარდა. მაშინ მატჩს 80 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო. ხვალინდელი ბურთაობის სანახავად კი ბილეთები 98 ათასმა ადამიანმა შეიძინა.
ჩვენებურების ტულონი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ფინალს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ტულონმა მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის მონპელიე 27:18 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა ხუთივე ქართველმა მიიღო.
ფინალურ მატჩამდე კი ის სასიხარულო ამბავიც გაირკვა, რომ ბორჯღალოსანთა და მონპელიეს ბურჯი, მიხეილ ნარიშვილი ტოპ 14-ის სეზონის საუკეთესო მარცხენა ბურჯად დაასახელეს.
26 წლის ნარიაშვილმა, 2015 წლის მსოფლიო თასზე თამაშის შემდეგ, კლუბის კვართით ტოპ 14-ის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 შემთხვევაში სასტარტო 15-ეულში იყო და ჯამში მოედანზე 1178 წუთი გაატარა. ის მუხლჩაუხრელად იდგა შერკინებებში და მეტოქის სახელოვან მარჯვენა ბურჯებს სისხლი გაუშრო. ამავე სეზონში ნარიაშვილმა გუნდთან ერთად ჩელენჯ ქაფი მოიგო და ამ ტურნირის 9 შეხვედრიდან 8-ში სასტარტო იყო, ხოლო ერთხელ შეცვლაზე შევიდა. ჯამში მას 547 წუთი დაუგროვდა.
Rugby.Ge