ჰენრიხ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში”?
დორტმუნდის “ბორუსიას” სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდეს. გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ბორუსია” მზად არის, 27 წლის ფეხბურთელს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.
ჰენრიხ მხითარიანს კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
მხითარიანის აგენტი მინო რაიოლა ამბობს, რომ სომეხ ნახევარმცველს “ოლდ ტრაფორდზე” თამაში სურს:
“მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში მხითარიანის ოცნებაა. მას ნებისმიერი ხერხით სურს ამ კლუბში მოხვედრა”.
შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2013 წლის ზაფხულში დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა. მან გერმანული კლუბის რიგებში ჩატარებულ 140 მატჩში 41 გოლი გაიტანა.