ხორვატია – პორტუგალია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
ხორვატია – პორტუგალია
შეხვედრის ადგილი: ლანსი; “პოლარ-დელელისი”
შეხვედრის დრო: შაბათი, 25 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)
დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ხორვატიისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ხორვატებმა D ჯგუფში, ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს, რის შედეგადაც მათ პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, ანტე ჩაჩიჩმა ყველას დაანახა, რომ მას ძლიერი გუნდი ჰყავს. ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ხორვატია პორტუგალიას დაამარცხებს და მომდევნო ეტაპზე გავა.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ნაკრები არადამაჯერებლად გამოიყურება, ეს გუნდი მაინც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. პორტუგალიელებს ჯგუფურ ეტაპზე თამაში ძალიან გაუჭირდათ, მათ კი თავიანთი რეალური ძალა ახლა უნდა გვაჩვენონ.
ხორვატიის ბოლო 5 მატჩი:
21/06/16 | ევჩ. | ხორვატია | ესპანეთი | 2:1 | |
17/06/16 | ევჩ. | ჩეხეთი | ხორვატია | 2:2 | |
12/06/16 | ევჩ. | თურქეთი | ხორვატია | 0:1 | |
04/06/16 | ამხ. | ხორვატია | სან მარინო | 10:0 | |
27/05/16 | ამხ. | ხორვატია | მოლდოვა | 1:0 |
პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:
22/06/16 | ევჩ. | ხორვატია | ესპანეთი | 2:1 | |
18/06/16 | ევჩ. | ჩეხეთი | ხორვატია | 2:2 | |
14/06/16 | ევჩ. | თურქეთი | ხორვატია | 0:1 | |
08/06/16 | ამხ. | ხორვატია | სან მარინო | 10:0 | |
02/06/16 | ამხ. | ხორვატია | მოლდოვა | 1:0 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)
10/06/13 – ამხანაგური მატჩი: ხორვატია 0:1 პორტუგალია
13/11/05 – ამხანაგური მატჩი: ხორვატია 2:0 პორტუგალია
ანტე ჩაჩიჩი: “რა თქმა უნდა, მოსაგებად ორივე გუნდი ყველაფერს გააკეთებს. პორტუგალიას ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მართალია, მათ ჯგუფურ ეტაპზე ისე ვერ ითამაშეს, როგორც ელოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, მერვედფინალიდან განსხვავებულ პორტუგალიას ვიხილავთ.
რაც შეგვეხება ჩვენ, გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. მთელი ხორვატია გვგულშემატკივრობს და გვინდა, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ.”
ფერნანდო სანტუში: “ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირება ვიხილავთ. მჯერა, რომ გულშემატკივარი კარგ თამაშს იხილავს. ჩვენ ხორვატიის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია.
ხორვატიას მოსამზადებლად ცოტათი მეტი დრო ჰქონდა. თუმცა, ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. ყველაფერი მატჩის მიმდინარეობისას გამოჩნდება.”
ხორვატია:
– ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, ითამაშებს თუ არა ლუკა მოდრიჩი, მაგრამ დიდი ალბათობით, მას ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
– სავარაუდოდ, სასტარტოში ვიხილავთ მარიო მანჯუკიჩს, რომელსაც ტრავმა აწუხებდა.
პორტუგალია:
– სანტუში თავის საყვარელ 4-4-2-ს არც ამჯერად უღალატებს და შეეცდება ხორვატია ასე დაამარცხოს.
– სანტუშმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ფეხბურთელი დაიკავებს მარცხენა მცველის პოზიციას – ელიზეუ თუ გერეირო.
საინტერესო ფაქტები:
– ლუიშ ნანი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს.
– ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე შვეიცარია-პოლონეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ხორვატიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
სუბასიჩი; სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი; მოდრიჩი, ბადელაი; ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერისიჩი; მანჯუკიჩი.
პორტუგალიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
რუი პატრისიო; ვიეირინია, კარვალიო, პეპე, გერეირო; ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, ანდრე გომესი, ჟოაო მარიო; ნანი, რონალდუ.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
ხორვატია 1:0 პორტუგალია