დარმიანი: ”დე ხეა ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში”
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა მატეო დარმიანიმ დავიდ დე ხეასა და ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, ესპანელმა მეკარემ ბოლო სამ სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ბევრი გულშემატკივარის სიმპატიაც დაიმსახურა.
რაც შეეხება იტალიელთა კარის დარაჯს, ის უკვე 38 წლისაა და თამაშს კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებს.
”დე ხეას წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ არის იოლი. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ესპანელის კარში გოლის გატანა რთული იქნება.
თავის მხრივ, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ბუფონის სახით მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს. როგორც მცველს, გამიმართლა რომ კარის მშრალად შენახვაზე სწორედ მასთან ერთად ვიბრძვი,” – განაცხადა დარმიანმა.
შეგახსენებთ, რომ ”სკუადრა აძურასა” და ”ფურია როხას” დაპირისპირება ორშაბათს, თბილისის დროით 20:00 წუთზე გაიმართება.