ონლაინ სესხები
ბოლო დროს, საქართველოში ონლაინ სესხებზე, მის კარგსა და ცუდ მხარეებზე ხშირად საუბრობენ. ონლაინ სესხებს დიდი დრო ეთმეობა ქართულ მედიაში. სხვადასხვა კომპანიის რეკლამას ხშირად წააწყდებით ნებისმიერი თემატიკის ვებ-გვერდზე, ასევე, მისი რეკლამა ხშირად გადის ქართულ ტელეარხებზე.
ონლაინ სესხები სტანდარტული სესხების კატეგორიას არ განეკუთვნება და ძირითადად, მისით მხოლოდ მაშინ უნდა ისარგებლო, როდესაც გადაუდებელი შემთხვევაა. მაგალითად, არსებობს შემთხვევები, როდესაც ვალი გაქვს, ხოლო ის რამდენიმე საათში უნდა გაისტუმრო. შესაძლოა, ამ დროს საკმარისი თანხა არ გქონდეს, ამიტომ ონლაინ სესხებს უნდა მიმართო. თანხის მიღება საკმაოდ მარტივია, დაბრკოლება არ არსებობს და მომხმარებლებს ამ ეტაპზე პრობლემები საერთოდ არ ექმნებათ. თუმცა, ისიც სათქმელია, მაღალი პროცენტის გამო, ბევრ ადამიანს პრობლემა შექმნია, ამიტომ სანამ ონლაინ სესხით ისარგებლებ, იქამდე კარგად უნდა დაფიქრდე.
დღესდღეისობით, საქართველოში ონლაინ სესხების ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდა ადამიანები და რა თქმა უნდა, მათ შორის დიდი უმეტესობა მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ხშირ შემთხვევაში ონლაინ სესხით ის სარგებლობს, ვისაც სამსახური არ გააჩნია, ან გააჩნია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო თანხას ვერ შოულობს.
ცხადია, როცა თანხით დახმარებას გიწევენ კარგია, მაგრამ ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ფულს უკან ვერ აბრუნებენ, ამის გამო კი ბევრი პრობლემა იქმნება. Onlain Sesxebi ასე იცნობს მომხმარებელი ძირითადად ინტერნეტ სესხების საიტებს.
სწორედ ასეთი ფაქტების გამო, ბოლო დროს ონლაინ სესხების უარყოფით მხარეებზე ძალიან ხშირად საუბრობენ და ეს საკითხი უკვე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების ერთ-ერთი მთავარი თემაც კი გახდა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თანხას უკან დიდი ხნის განმავლობაში არ აბრუნებს, საქმეში სხვა კომპანია ერთვება, რომელიც ცდილობს, რომ გაცემული თანხა მსესხებელს დაუბრუნდეს. რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი გადაცემა მთლიანად ონლაინ სესხებს დაეთმო. გადაცემაში კარგად გამოჩნდა, რომ პრობლემურ კლიენტებს შუამავალი კომპანიიდან ურეკავენ და ცდილობენ, მათ თანხა სხვადასხვა ხერხის საშუალებით დააბრუნებინონ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მუქარა, რაც თავისთავად უარყოფით ასოციაციას იწვევს.
ზემოთ აღნიშნულ პრობლემას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებსაც ონლაინ სესხებთან შეხება არ ჰქონიათ, მის უარყოფით მხარეებზე დაიწყეს საუბარი. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში ამ სერვისის მომხმარებელთა რაოდენობაც მცირდება. ფაქტია, იმ კომპანიის მფლობელებმა, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით სესხებს გასცემენ, რაღაც უნდა მოიფიქრონ და საზოგადოებაში რეპუტაცია აიმაღლონ.