ბელგიის ნაკრებმა უნგრეთი გაანადგურა (ვიდეო)
“სტად დე ტულუზაზე” უნგრეთისა და ბელგიის ნაკრებებს შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა. ამ წყვილში “წითელმა ეშმაკეებმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ბელგიელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. მატჩის მე-10 წუთზე ბელგიელთა მცველმა ტობი ალდერვეირელდმა ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში მოედანზე ორი წუთის შემოსულმა მიში ბატშუაიმ ედენ აზარის პასის შემდეგ ბელგიელთა უპირატესობა გაზარდა, ორი წუთის შემდეგ კი თავად აზარმა გაიტანა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი ასევე შეცვლაზე შემოსულმა კარასკომ გაიტანა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა – 0:4. შესაბამისად, ტურნირის მომდევნო ეტაპის საგზური ბელგიის ნაკრებმა მოიპოვა. მეოთხედფინალურ ეტაპზე “წითელი ეშმაკების” მეტოქე უელსის ნაკრები იქნება.
ევრო-2016
მერვედფინალი
უნგრეთი — ბელგია 0:4 (0:1)
უნგრეთი: კირაი; ლანგი, გუზმიჩი, იუჰაში (ბედე 79′), კადარი; ნადი, გერა (ელეკი 46′); ლოვრენჩიჩი, პინტერი (ნიკოლიჩი 75′), ჯუჯაკი; შალაი.
მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი.
ბელგია: კურტუა; მენიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი; ნაინგოლანი, ვიტსელი; მარტენსი (კარასკო 70′), დე ბრეინე, აზარი (ფელაინი 81′); ლუკაკუ (ბატშუაი 76′).
მთავარი მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.
გოლები: ალდერვეირელდი 10′, ბატშუაი 78′, აზარი 80′, კარასკო 90+1.
გაფრთხილებები: კადარი 34′, ლანგი 47′, ელეკი 61′ — ვერმალენი 67′, ბატშუაი 89′, ფელაინი 90+2′.
მთავარი მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი).