რომან ფიფია დააჯილდოვეს
როგორც იცით, 28 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობა თბილისში, სასტუმრო ”ჰუალინგში” გაიმართა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა ”დინამო“ თბილისის პრეზიდენტი – რომან ფიფია ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ ფიფიამ ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა.