დღის სატრანსფერო ამბები (29 ივნისი)
ზინედინ ზიდანი “რეალს” ნგოლო კანტეს შეძენას თხოვს
ესპანური გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელთა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა “რეალის” ხელმძღვანელებს ნგოლო კანტეს შესახებ ესაუბრა. კანტეს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ევროა მითითებული.
ბენ არფა “სევილიაში” გადადის
“სევილია” ჰატემ ბენ არფას გაფორმებასთან ახლოს არის. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები უკვე ტრანსფერის დეტალებს არკვევენ. ფრანგი ფეხბურთელი კვირის ბოლოს ანდალუსიურ კლუბთან სამწლიან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, წელიწადში კი დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
რეიესი ”ესპანიოლის” ფეხბურთელია
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”სევილიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი კარიერას ”ესპანიოლში” გააგრძელებს. ცნობილია, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ანდალუსიელებთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მორგან შნეიდერლინი “ევერტონში”?
არ არის გამორიცხული, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მორგან შნეიდერლინი მალე “ევერტონში” ვიხილოთ. ლივერპულულ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტი რონალდ კუმანმა დაიკავა, რომელიც შნეიდერლინს კარგად იცნობს.
“ჩელსისა” და “არსენალს” მორატა სურთ
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, ალვარო მორატას შეძენა ინგლისურ კლუბებს – “ჩელსისა” და “არსენალს” სურთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ ლიგა თავად მორატასაც მოსწონს.
“ფენერბახჩეს” პრეზიდენტი ადასტურებს – ნანი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
აზიზ ილდირიმმა, “ფენერბახჩეს” პრეზიდენტმა კლუბის სამომავლო გეგმებზე საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ნანი კარიერას ესპანურ “ვალენსიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, AMK SPORT-მა გაავრცელა.