ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე ცნობილია
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როჟერიო რიკელმემ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვენა, რომლებიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განაცხადში დონეცკის ”შახტარის” ფეხბურთელი ფრედიც მოხვდა. ეს უკანასკნელი დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიცირებული იყო.
გთავაზობთ ბრაზილიის ნაკრების სრულ სიას:
მეკარეები: ფერნანდო პრასი (პალმეირასი), უილსონი (ატლეტიკო მინეირო)
მცველები: ვილიამი (ინტერნასიონალი), დუგლას სანტოსი (ატლეტიკო მინეირო), ზეკა (სანტოსი), როდრიგო კაიო (სან პაულო), ლუანი (ვასკო და გამა), მარკინიოსი (პსჟ)
ნახევარმცველები: ტიაგო მაია (სანტოსი), როდრიგო დოურადო (“ინტერნასიონალი”), ფრედი (შახტარი), რაფინია (ბარსელონა), ფელიპე ანდერსონი (“ლაციო”)
თავდამსხმელები: ნეიმარი (ბარსელონა), დუგლას კოსტა (ბაიერნი), ლუანი (გრემიო), გაბრიელ ბარბოსა (სანტოსი), გაბრიელ ჟეზუსი (პალმეირასი).
შეგახსნებთ, რომ 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში, 3-20 აგვისტოს გაიმართება.