“ბორნმუთმა” აკე არენდით აიყვანა
ლონდონის ”ჩელსის” ფეხბურთელი ნეითან აკე მომდევნო სეზონს ”ბორნმუთის” რიგებში გაატარებს.
21 წლის მცველი გასულ სეზონში ”უოტდორდში” თამაშობდა. ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.
ცნობისთვის, აკე ”ჩელსიში” 2010 წელს, ”ფეინოორდიდან” გადავიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰოლანდიის ასაკობრივ ნაკრებებში მატჩებს რეგულარულად ატარებს.