ბელგიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება ?
ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ედენ აზარმა შესაძლოა, უელსისთან მოახლებულ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
”წითელი ეშმაკების” კაპიტანმა დაზიანება უნგრეთთან გამართული მატჩის დროს მიიღო.
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოსტმა განაცხადა, რომ 25 წლის შემტევი ფეხბურთელი ჯერჯერობით ვარჯიშს ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ უელსი – ბელგიის დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისის დროით 23:00 წუთზე გაიმართება.