ქართული კლუბები ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაერთვნენ
უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივმა “დილამ” სომხური “შირაქი” მიიღო და შეხვედრის 36-ე წუთზე ირაკლი მოდებაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა გიუმრიში, 7 ივლისს ჩატარდება.
ევროპის ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი (I მატჩი)
“დილა” — “შირაქი” 1:0 (1:0)
გოლი: მოდებაძე 36′.
ბაქოში “გალასთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა “სამტრედია”. ქართულმა კლუბმა საწწყის სამ წუთში სამი გოლი გაუშვა, მეორე ტაიმში ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაუშვა, თუმცა მოგვიანებით “სამტრედიამ” კიდევ ორი გოლი მიიღო და საბოლოოდ 1:5 განადგურდა. წყვილის განმეორებითი მატჩი ზესტაფონში, 7 ივლისს ჩატარდება.
ევროპის ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი (I მატჩი)
“გაბალა” — “სამტრედია” 5:1 (3:0)
გოლები: სტანკოვიჩი 16′, ზენიოვი 19′, ვიქსი 30′, 69′, 72′ — შერგელაშვილი 59′.
გათამაშება წარმატებით დაიწყო საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც გასვლაზე მოლდოვური “ზიმბრუ” 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-40 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გუნდები მატჩი ათ-ათი კაცით ჩაამთავრეს: 36-ე წუთზე მოლოდველთა ნახევარმცველი გეორგე ანტონი გააძევეს, 62-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი გიორგი განუგრავას უჩვენეს. საპასუხო მატჩი ზესტაფონში, 5 ივლისს გაიმართება.
ევროპის ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი (I მატჩი)
“ზიმბრუ” — “ჩიხურა” 0:1 (0:1)
გოლი: ტატანაშვილი 40′.