ტატანაშვილი: “მეტის გატანა შეგვეძლო“
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებს „ჩიხურა“ დაუბრუნდა. საჩხერლებს პირველი მატჩის ჩატარება მოლდოვაში „ზიმბრუსთან“ მოუწიათ. საბოლოოდ, „ჩიხურამ“ მეტქოეს 1-0 სძლია. ერთადერთი გოლის ავტორი, დიმიტრი ტატანაშვილი გახდა.
Fanebi.Com ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მატჩის შეფასება სთხოვა.
„რთულ თამაშს ველოდით. მოლოდინები გამართლდა, მოლდოველებთან საკმაოდ დაძაბული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა. ასეთი დაძაბულობის შემდეგ, ძალიან სასიხარულო გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა ვთქვა, რომ მეტის გატანა შეგვეძლო. ბევრს ვუტევდით, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ შევძელით.“
„ყველაფერი ზესტაფონში გადაწყდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მრავალად მოვა და გვერდში დაგვიდგება. ჩვენ კი ვპირდებით მათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და მათი გულების გასახარებლად,“ – განაცხადა „ჩიხურის“ თავდამსხმელმა.