როგორი იქნება ”იუნაიტედის” შემადგენლობა მომდევნო სეზონში?
როგორც იცით, გუშინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ კარიერას ”მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.
ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, Goal.Com-მა ”წითელი ეშმაკების” სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა.
მოსალოდნელია, რომ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდი მომდევნო სეზონში 4-3-1-2 სქემით ითამაშებს.
დაცვის ხაზი
რა თქმა უნდა, ”იუნაიტედის” კარს კვლავ დავიდ დე ხეა დაიცავს. დაცვის ხაზში 4 ფეხბურთელი განლაგდება. მარცხენა ფლანგზე ლუკ შოუ, ცენტრში ”მანჩესტერის” კიდევ ერთი ახალწვეული ბაილი და სმოლინგი, ხოლო მარჯვენა ფლანგს იტალიის ნაკრების ფეხბურთელი მატეო დარმიანი დაიცავს.
ნახევარდაცვა
დიდი ალბათობით, ”იუნაიტედის” ნახევარდაცვაში 26 წლის ერერა, გამოცდილი კერიკი და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შვაინშთაიგერი დადგება.
ჩამოთვლილ ფეხბურთელების წინ, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე უეინ რუნი ითამაშებს. როგორც იცით, ინგლისელს ლუი ვან გაალის დროს ამ ადგილზე თამაში რამდენჯერმე მოსწევია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული სეზონი კერიკს, ერერას, და ბასტიანს არ ჰქონიათ, ამიტომ საინტერესოა, თუ რას გადაწყვეტს მოურინიო.
თავდამსხმა
როგორც სურათზე ხედავთ, წინა პოზიციაზე იბრაჰიმოვიჩი-მარსიალის წყვილი იმოქმედებს. გასული სეზონი ფრანგმა ფეხბურთელმა შთამბეჭდავად ჩაატარა, თუმცა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურება.
ჟოზე მოურინიოს 20 წლის ფეხბურთელის ნაცვლად მარკუს რეშფორდის ვარიანტიც ექნება. განსხვავებით მარსიალისა, ინგლისელმა შემტევმა ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა.