საფრანგეთი – ისლანდია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
საფრანგეთი – ისლანდია
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: კვირა, 3 ივლისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
დღეს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს საფრანგეთისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, ამიტომ დღევანდელ მატჩში ამ გუნდისაგან გამარჯვებას ელიან, თუმცა ისლანდიის ნაკრები რომ არაფრის დამთმობია, ეს ჩვენ ყველამ ვნახეთ.
იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ძირითადის ორი ფეხბურთელი არ ეყოლება, სავარაუდოდ, შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები იქნება. ისლანდიელები კი უდანაკლისოდ ითამაშებენ.
საფრანგეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
26/06/16 | ევჩ. | საფრანგეთი | ირლანდია | 2:1 | |
19/06/16 | ევჩ. | შვეიცარია | საფრანგეთი | 0:0 | |
15/06/16 | ევჩ. | საფრანგეთი | ალბანეთი | 2:0 | |
10/06/16 | ევჩ. | საფრანგეთი | რუმინეთი | 2:1 | |
04/06/16 | ამხ. | საფრანგეთი | შოტლანდია | 3:0 |
ისლანდიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
27/06/16 | ევჩ. | ინგლისი | ისლანდია | 1:2 | |
22/06/16 | ევჩ. | ისლანდია | ავსტრია | 2:1 | |
18/06/16 | ევჩ | ისლანდია | უნგრეთი | 1:1 | |
14/06/16 | ევჩ. | პორტუგალია | ისლანდია | 1:1 | |
06/06/16 | ამხ. | ისლანდია | ლიხტენშტეინი | 4:0 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)
27/05/12: ამხანაგური მატჩი, საფრანგეთი 3:2 ისლანდია
09/10/99: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, საფრანგეთი 3:2 ისლანდია
დიდიე დეშამი: “ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ ისლანდიის ნაკრები აქ შემთხვევით არ არის. თუ მათ აქამდე მოაღწიეს, ეს იმიტომ, რომ ბოლომდე იბრძოლეს და ეს ყოველივე დაიმსახურეს. ისინი აუტებს ისე ასრულებენ, როგორც სხვა გუნდები საჯარიმოებს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემი აზრით, ისლანდიამ ინგლისთან გამარჯვება დაიმსახურა.”
ლარს ლაგერბეკი: “ჩვენთვის ყველა მომდევნო მატჩი ფინალის ტოლფასია და რა თქმა უნდა, მათ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელიც ახლა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. იმედია მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ.”
საფრანგეთი
– საფრანგეთის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ნგოლო კანტე და ადილ რამი არ ეყოლება.
– დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში, ადილ რამის სამუელ უმტიტი შეცვლის.
ისლანდია
– ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო ათი შეხვედრიდან ისლანდიის ნაკრები ცხრა შემთხვევაში არ დამარცხებულა.
საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ლორისი, ევრა, კოშელნი, უმტიტი, სანია, მატუიდი, კაბაიე, პოგბა, პაიე, ჟირუ, გრიზმანი.
ისლანდიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ჰალდორსონი, სკუვარსონი, სიგურდსონი, არნასონი, საევარსონი, ბიარნსონი, სიგურდსონი, გუნარსონი, გუდმუნსონი, სიგტორსონი, ბიოდვარსონი.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
საფრანგეთი 2:0 ისლანდია