დუგლასის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა “ბაიერნის” ფანებში პანიკა გამოიწვია
დუგლას კოშტას მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულმა ორიოდე ფოტომ გერმანული “ბაიერნის” ფანებში პანიკა გამოიწვია.
როგორც იცით, ამ დროისთვის ბავარიელთა ბრაზილიელი ფეხბურთელი მელბურნში ისვენებს. დასვენებისას მან გადაწყვიტა ძალები ფუტსალშიც მოესინჯა – დუგლასმა ადგილობრივი კლუბის, “პასკუე ვალეს” რიგებში ითამაშა. “პასკუე ვალეს” მეტოქე კი “ფიცროი” იყო.
მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა რამოდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნული კლუბის ჟაკეტშია გამოწყობილი. იქიდან გამომდინარე, რომ “პასკუე ვალეს” გერბი ძალიან წააგავს “იუვენტუსის” გერბს, ბევრს ეგონა, რომ ეს მისი ტურინში გადაბარგების მიმანიშნებელი იყო.