ოფიციალურად:”არსენალმა” ახალგაზრდა შემტევი გაიფორმა!
როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, “მეთოფეებმა” იაპონელი ფეხბურთელი, ტაკუმა ასანო გაიფორმეს. 21 წლის მოთამაშე “არსენალში” “ჯეი-ლიგის” გუნდ “სანფრეს-ჰიროშიმადან” გადავიდა. კონტრაქტის პირობები არ საჯაროვდება.
აქვე გეტყვით, რომ ყოფილ კლუბში ასანო 2013 წლის იანვარში ჩაირიცხა. მაშინ იგი 18 წლის იყო. გამოუცდელმა ფეხბურთელმა “ჯეი-ლიგაში” 56 მატჩი ჩაატარა და 11-ჯერ შეძლო მეტოქის კარის დასველება. 2013 და 2015 წლებში მან იაპონიის ჩემპიონატი, 2013, 2014 და 2015 წლებში “იაპონიის სუპერ თასი” მოიგო. 2015 წელს ის “ჯეი ლიგის” საუკეთესო ახლაწვეულად დასახელდა.