მიქაუტაძე: ”მონპელიეში” გადასვლა მეტი სათამაშო დროის გამო გადავწყვიტე”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ”ტულონის” აწ უკვე ყოფილი მორაგბე კონსტანტინე მიქაუტაძე კარიერას ”მონპელიეში” გააგრძელებს.
აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ, Fanebi.Com მიქაუტაძეს დაუკავშირდა.
– რატომ მიიღეთ “ტულონიდან” “მონპელიეში” გადასვლის გადაწყვეტილება?
– ”ტულონიდან” ”მონპელიეში” გადასვლა ნაკლები სათამაშო დროის გამო გადავწყვიტე. ახლა საჭიროა, რომ ახალ კლუბში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის ვიბრძოლო.
– “მონპელიეში” რამდენიმე ქართველი მორაგბე დაგხვდებათ, რამდენად დაგეხმარებათ ეს ახალ კლუბთან ადაპტაციის პროცესში?
– რა თქმა უნდა, ახალ გუნდში ადაპტაციაში დავით ქუბრიაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი ძალიან დამეხმარებიან. ყოველთვის სასიხარულოა, რომ გვერდში ქართველი გეგულება.
– უკვე ნახეთ თუ არა “მონპელიეს” ბაზა და თუ შეგიძლიათ, რომ “ტულონისა” და თქვენი ახალი კლუბის სავარჯიშო პირობები შეადაროთ?
– კი, ”მონპელიეს” ინფრასტრუქტურა ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ”ტულონისგან” განსხვავდება, უფრო ახალი და თანამედროვეა.
– ბოლოს ნაკრებზეც გკითხავთ. როგორ შეაფასებდით “ბორჯღალოსნების” თამაშს ოკეანეთის ქვეყნებთან?
ძალიან დადებითად შევაფასებდი, სამოასთან, ტონგასთან და ფიჯისთან გასვლით მატჩებში წარმატების მიღწევა ბევრ ნაკრებს უჭირს.