თბილისის ”დინამომ” ავსტრიული შეკრება მარცხით დაასრულა
4 ივლისს, ავტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის ”დინამომ” ბოლო, მეხუთე სპარინგ მატჩი კიევის ”დინამოსთან” ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა წინა სპარინგები პოლონურ ”ლეგიასთან” ფრედ – 1:1, ბულგარულ ”ლუდოგორეცთან” მარცხით – 0:3, ჰაიფას ”მაკაბისთან” 2:0 გამარჯვებით და ავსტრიულ ”ლასკ”-თან წაგებით – 0:2 დაასრულეს.
”დინამოს” ძირითადი შემადგენლობა გუშინდელ მატჩში:
სკრიბე, ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (კაპ), შპიჩიჩი (თევზაძე 85), ცინცაძე (ალვარო 46), პარუნაშვილი (ჭელიძე 62), კურიე (კიტეიშვილი 46), ჭანტურიშვილი (პაპუნაშვილი 67), ჯიღაური (ვოლკოვი 85), ქვილითაია (გელაშვილი 60, მიქელთაძე 85)
შეგახსენებთ, რომ თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.