WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (299376) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დეპაი: ”იუნაიტედის” ძალა ”დორტმუნდთან” და ”სიტისთან” გამოჩნდება

თარიღი: ივლისი 5, 2016

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა მემფის დეპაიმ წინასასეზონო მატჩებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ”წითელი ეშმაკები” ივლისის მიწურულს ჩინეთში გაემგზავრებიან, სადაც ამხანაგურ მატჩებს ”დორტმუნდსა” და ”მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართავენ.

”მოახლოებული სპარინგ მატჩები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს ერთი სული გვაქვს, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი.

”დორტმუნდს” და ”სიტის” ძლიერი გუნდები ჰყავთ. ჩემი აზრით, ჩინეთში ადვილი შეხვედრები არ გველოდება. ”იუნაიტედის” ძალა სწორედ წინასასეზონო მატჩებში გამოჩნდება.

ჩვენთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვიცით, რომ ორივე დაპირისპირებას უამრავი გულშემატკივარი დაესწრება,” – განაცხადა დეპაიმ.

ცნობისთვის, ”იუნაიტედი” გერმანულ კლუბს 22 ივლისს, ხოლო ”სიტის” 27-ში გაეჯიბრება.

 



მსგავსი სიახლეები