მარადონა: “ევრო 2016-ზე ბეილმა უფრო მეტი გააკეთა უელსისთვის, ვიდრე რონალდუმ პორტუგალიისთვის”
დიეგო მარადონა თვლის, რომ გარეთ ბეილმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფრო უფრო დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის ნახევარფინალში გასვლაში, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ.
Times of India-სთან საუბრისას, მან განაცხადა: “ამასთანავე ეს იქნება დაპირისპირება მადრიდის “რეალის” ორი ფლანგელის.
ფეხბურთი გუნდური თამაშია, სადაც უნდა დაეყრდნო ისეთ ინდივიდუალისტებს, როგორებიც რონალდუ და ბეილი არიან. ბურთის კონტროლი, სიჩქარე და დარტყმის ასეთი უნარი მათ განსაკუთრებულებად აქცევთ.
მათ მიერ გუნდის წარმატებაში ჩადებული წვლილის რაოდენობა ყოველთვის გადამწყვეტი იქნება. ამ დროისათვის, ბეილმა უფრო მეტი გააკეთა გუნდისათვის, ვიდრე რონალდუმ პორტუგალიისათვის.
ნებისმიერ გულშემატკივარს გაუკვირდებოდა, ტურნირის დაწყებამდე რომ გეთქვათ, ნახევარფინალური დაპირისპირება უელსი-პორტუგალია იქნებაო.
მათი თილისმა, კრიშტიანუ რონალდუ ძველებურად ვერ თამაშობს. სხვა ფეხბურთელები კი ერთმანეთისთვის ცდილობენ თამაშს. ფაქტი, რომ პორტუგალიამ ასეთ შედეგს მიაღწია მაშინ, როცა მათი ლიდერი ვერ თამაშობდა, მიუთითებს იმაზე, რომ მათ ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ.”