კროოსი “მანჩესტერში” გადასვლაზე: “არაფერს არ გამოვრიცხავ”
ტონი კროოსმა უარყო ჭორები მისი “ბაიერნში” დაბრუნების შესახებ, თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა “რეალის” დატოვებისა და “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
გერმანულ ტაბლოიდთან, Bild-თან საუბრისას კროოსმა განაცხადა: “საკმაოდ დიდი ხნის წინ ვთქვი უარი გერმანულ კლუბში კარიერის გაგრძელებაზე და აზრი არც ახლა შემიცვლია.
ჩვენ ამჟამად საფრანგეთში ვიმყოფებით. მთლიანად ამ ტურნირზე ვართ კონცენტრირებული.” – განაცხადა მან, როდესაც “მანჩესტერ სიტის” ინტერესის შესახებ კითხეს.
“ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არაფერი არ უნდა გამორიცხო. მაგრამ, ამ დროისთვის “რეალში” დიდებულად ვარ, მათგან პატივისცემას ვგრძნობ.”