ნ’გოლო კანტე იტალიურ გრანდს სურს
ფრანგმა საყრდენმა, ნ’გოლო კანტემ გასული სეზონი “ლესტერ სიტიში” გაატარა. “მელიების” შემადგენლობაში იგი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და, შესაბამისად, ძალიან დიდი როლი ითამაშა “ლესტერის” ჩემპიონობაში. ამას დაემატა შესანიშნავი ასპარეზობა საფრანგეთის ნაკრებში მიმდინარე “ევრო 2016”-ზე.
ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ დარჩენია რამდენიმე ევროპულ გრანდს, რომლებმაც ინტერესი გამოთქვეს ფრანგი ფეხბურთელის მიმართ. მათ შორისაა ტურინის “იუვენტუსი.” “ბებერი ქალბატონი” 20 მილიონ ფუნტს ჩამოდის 25 წლის ფეხბურთელში. როგორც ირკვევა, ტურინელთა მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის კანტე მარკიზიოს შემცვლელად უნდა, რომელიც ტრავმირებულია და კიდევ რამდენიმე ხანი ვერ დაეხმარება გუნდს.
ფრანგი მოთამაშით, ასევე, მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ კანტე “ლესტერში” გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული “კანიდან” 5.6 მილიონ ფუნტად.