აიბი ”ბორნმუთს” უახლოვდება
დიდი ალბათობით, ჯორდან აიბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”ლივერპულს” დატოვებს და კარიერას ”ბორნმუთში” გააგრძელებს.
Liverpool Echo-ის მიხედვით, მერსესაიდული კლუბი ”ბორნმუთის” მიერ ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ შემოთავაზებულ 15 მილიონ ევროს დათანხდა.
20 წლის ფეხბურთელი ”ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად რაჰიმ სტერლინგის ”სიტიში” გადასვლის შემდეგ იბრძოდა. თუმცა, მას შემდეგ რაც, ”წითლების” მწვრთნელად იურგენ კლოპი დაინიშნა, ჯორდანი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ვინგერი ”ლივერპულში” 2011 წელს, ”უიკომბ უონდერერსიდან” გადავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდში 58 მატჩი ჩაატარა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში აიბმა პრემიერ ლიგის ეგიდით 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.