იოაჰიმ ლიოვი: “უბრალოდ, იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო”
ევრო 2016-ის ნახევარფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან ისაუბრა. იოაჰიმ ლიოვი თვლის, რომ მისი გუნდი ფრანგებთან ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა.
“ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ამ მატჩში, კარგად ვმოქმედებდით ერთი ერთზე თამაშისას.
უბრალოდ იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო – გოლი შესვენებამდე ერთი წუთით ადრე გავუშვით. შანსები გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.
2010-ში და 2012-ში, როდესაც ჩვენ დიდი ტურნირებიდან გამოვვარდით, გუნდები ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ. დღეს, ჩვენ ფრანგებზე უკეთესები ვიყავით, თუმცა ანგარიში სხვა რამეზე მეტყველებს.
ხედირა და გომესი ტრავმირებულები იყვნენ, ჰუმელსი – დისკვალიფიცირებული. მათი ჩანაცვლება ადვილი არ იყო. გუნდმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მე ვუთხარი.”