გვარდიოლა: ჩემი მიზანი პრემიერ ლიგის მოგება არ არის
“მანჩესტერ სიტის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს მისთვის რაიმე კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ და რომ, მისთვის პირველივე სეზონში პრემიერ ლიგის, ან ჩემპიონთა ლიგის მოგება არავის დაუვალებია.
“არა, მფლობელებს ჩემთვის რაიმე კონკრეტული მიზანი არ დაუსახავთ. შეიხს სამჯერ შევხვდი, ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, თუ რას ფიქრობდა ის.
ერთმანეთთან შეხვედრას ვცდილობთ, მაგრამ ის აბუ-დაბიში ცხოვრობს, მე – მანჩესტერში. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ტელეფონის მეშვეობით აქტიურ კონტაქტს ვამყარებთ. როდესაც ის აქ იქნება, მე მას აუცილებლად შევხვდები.
არა, მას არ უთქვამს პრემიერ ლიგა, ან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოო. მან მითხრა “გააკეთე შენი საქმე, გააკეთე იმდენი, რამდენიც შესაძლებელია.” ვგრძნობ, რომ კლუბი ჩვენს უკან დგას და მხარს გვიჭერს.”